https://sputnik-georgia.com/20220901/qartvelma-stambulshi-teqstilis-atelie-gaqurdes-269984040.html
ქართველებმა სტამბულში ტანსაცმლის ატელიე გაქურდეს
ქართველებმა სტამბულში ტანსაცმლის ატელიე გაქურდეს
Sputnik საქართველო
პოლიციამ ეჭვმიტანილთა საცხოვრებელი ბინებიდან 9.175 დოლარი, 660 ევრო და 1.875 ლირა ამოიღო. 01.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-01T18:11+0400
2022-09-01T18:11+0400
2022-09-01T21:56+0400
საქართველო
თურქეთი
შემთხვევები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23608/25/236082570_0:67:1533:929_1920x0_80_0_0_b31b615a52b4d3147067572e4edb1269.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა სტამბულში, ფათიჰის რაიონში მდებარე ტანსაცმლის ატელიეს სეიფიდან 200 ათასი ლირა მოიპარეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.თურქული მედიის ცნობით, მომხდარ ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ მოპარული თანხა მათი საცხოვრებელი ბინებიდან ამოიღო.ქურდობის ფაქტი შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. კადრებში ჩანს, თუ როგორ გააღო ჟალუზი სამმა მამაკაცმა, რომელთაც სახეები დაფარული აქვთ, შევიდნენ დაწესებულებაში, შემდეგ კი სპეციალური ხელსაწყოებით სეიფი გახსნეს და თანხა აიღეს. მათ ატელიეში შესაღწევად ჟალუზის პულტის ასლი გააკეთეს.გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობა გასულ თვეში მოხდა. პოლიცია ატელიეში მისულმა თანამშრომელმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც აღმოაჩინა, რომ სეიფი გახსნილი იყო. პოლიციამ ეჭვმიტანილთა საცხოვრებელი ბინებიდან 9.175 დოლარი, 660 ევრო და 1.875 ლირა ამოიღო.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23608/25/236082570_103:0:1430:995_1920x0_80_0_0_0c560ae16054332b499a6d3681c354db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , შემთხვევები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , შემთხვევები, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართველებმა სტამბულში ტანსაცმლის ატელიე გაქურდეს
18:11 01.09.2022 (განახლებულია: 21:56 01.09.2022) პოლიციამ ეჭვმიტანილთა საცხოვრებელი ბინებიდან 9.175 დოლარი, 660 ევრო და 1.875 ლირა ამოიღო.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა სტამბულში, ფათიჰის რაიონში მდებარე ტანსაცმლის ატელიეს სეიფიდან 200 ათასი ლირა მოიპარეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
თურქული
მედიის ცნობით, მომხდარ ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ მოპარული თანხა მათი საცხოვრებელი ბინებიდან ამოიღო.
ქურდობის ფაქტი შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. კადრებში ჩანს, თუ როგორ გააღო ჟალუზი სამმა მამაკაცმა, რომელთაც სახეები დაფარული აქვთ, შევიდნენ დაწესებულებაში, შემდეგ კი სპეციალური ხელსაწყოებით სეიფი გახსნეს და თანხა აიღეს. მათ ატელიეში შესაღწევად ჟალუზის პულტის ასლი გააკეთეს.
გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობა გასულ თვეში მოხდა. პოლიცია ატელიეში მისულმა თანამშრომელმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც აღმოაჩინა, რომ სეიფი გახსნილი იყო. პოლიციამ ეჭვმიტანილთა საცხოვრებელი ბინებიდან 9.175 დოლარი, 660 ევრო და 1.875 ლირა ამოიღო.