https://sputnik-georgia.com/20220831/evrokavsiri-sengenis-vizebis-akrzalva-269938584.html
ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების სრულ აკრძალვაზე ვერ შეთანხმდა
ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების სრულ აკრძალვაზე ვერ შეთანხმდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნები რუსეთი მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზების გაცემის სრულ აკრძალვაზე ვერ შეთანხმდნენ, ვინაიდან... 31.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-31T16:32+0400
2022-08-31T16:32+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
ევროკავშირი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/01/267048258_180:523:2892:2048_1920x0_80_0_0_df59b1a0844a366dabcb0433ea6ddfc3.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნები რუსეთი მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზების გაცემის სრულ აკრძალვაზე ვერ შეთანხმდნენ, ვინაიდან ამ საკითხში ერთსულოვნება არ ყოფილა, იუწყება სააგენტო Reuters უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეტერ სიიარტოს განცხადებაზე დაყრდნობით.სიიარტო ევროპის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც პრაღაში გაიმართა 30-31 აგვისტოს.მინისტრის თქმით, უნგრეთი ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთის მოქალაქეეებისთვის ვიზების აკრძალვას მხარს არ უჭერდა.ამასთან, სიიარტომ აღნიშნა, რომ ევროკავშირი აპირებს გააუქმოს რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რაც, გარდა სავიზო მოსაკრებლის რაოდენობის გაზრდისა (35 ევროდან 80 ევრომდე), ასევე გულისხმობს დოკუმენტაციის გაფორმებისთვის საჭირო დროის გაზრდას. გამარტივებული რეჟიმის შესახებ მხარეთა მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ თითოეულ მხარეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მისი მოქმედება „ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით“.მანამდე ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ბლოკის წევრ ქვეყნებს განსხვავებული პოზიციები აქვთ სავიზო საკითხთან დაკავშირებით.როგორც გაზეთი The Financial Times წერს, პოლონეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა მზად არიან მიიღონ ზომები ეროვნულ დონეზე, რათა რუსეთის მოქალაქეებმა ნაკლებად გამოიყენონ მათი ტერიტორიები შენგენის ზონაში შესასვლელად. აღნიშნულმა ხუთმა ქვეყანამ ევროკომისიას „შესაბამისი სავიზო ზომების“ წარმოდგენა მოსთხოვა, რომლებიც „მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის მოქალაქეების ნაკადს ევროკავშირსა და შენგენის ზონაში“.წყარო: Reuters
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/01/267048258_262:504:2321:2048_1920x0_80_0_0_8106e77d6dd5b01d9ab45d4f4d4774ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროკავშირი , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკავშირი , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნები რუსეთი მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზების გაცემის სრულ აკრძალვაზე ვერ შეთანხმდნენ, ვინაიდან ამ საკითხში ერთსულოვნება არ ყოფილა, იუწყება სააგენტო Reuters უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეტერ სიიარტოს განცხადებაზე დაყრდნობით.
სიიარტო ევროპის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც პრაღაში გაიმართა 30-31 აგვისტოს.
მინისტრის თქმით, უნგრეთი ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთის მოქალაქეეებისთვის ვიზების აკრძალვას მხარს არ უჭერდა.
ამასთან, სიიარტომ აღნიშნა, რომ ევროკავშირი აპირებს გააუქმოს რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რაც, გარდა სავიზო მოსაკრებლის რაოდენობის გაზრდისა (35 ევროდან 80 ევრომდე), ასევე გულისხმობს დოკუმენტაციის გაფორმებისთვის საჭირო დროის გაზრდას. გამარტივებული რეჟიმის შესახებ მხარეთა მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ თითოეულ მხარეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მისი მოქმედება „ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით“.
მანამდე ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ბლოკის წევრ ქვეყნებს განსხვავებული პოზიციები აქვთ სავიზო საკითხთან დაკავშირებით.
როგორც გაზეთი The Financial Times წერს, პოლონეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა მზად არიან მიიღონ ზომები ეროვნულ დონეზე, რათა რუსეთის მოქალაქეებმა ნაკლებად გამოიყენონ მათი ტერიტორიები შენგენის ზონაში შესასვლელად. აღნიშნულმა ხუთმა ქვეყანამ ევროკომისიას „შესაბამისი სავიზო ზომების“ წარმოდგენა მოსთხოვა, რომლებიც „მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის მოქალაქეების ნაკადს ევროკავშირსა და შენგენის ზონაში“.