ზაფხულის ბოლო დღეებში ბათუმში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი საღამოს საათებში
ბათუმი საღამოს საათებში - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
აჭარა 2022 წლის ზაფხულს საკლუბო მუსიკალური ჰანგებით გააცილებს.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ბათუმი ზაფხულის ბოლო ორ დღეს – 30 და 31 აგვისტოს მასპინძლობს ელექტრონული მუსიკის ახალ ფესტივალს Batumi Hot Card Fest.
"Batumi Hot Card Fest — არის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომლითაც გავაცილებთ ზაფხულს“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
© Sputnik / Alexander Imedashviliღამის ბათუმი
Батуми вид ночью - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
ღამის ბათუმი
ფესტივალი გასართობი ცენტრი Joy-ს ტერიტორიაზე გაიმართება და მასში ელექტრონული მუსიკის ქართველი და უცხოელი არტისტები მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის ლაინ-აპში იხილავთ ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან Lasha Guruli (ABSEA), Hamatsuki, GUGU, Ika (Small Moves), Tobako Tween და Deniel Berhane ბერლინიდან (გერმანია).
ყველა ახალი ამბავი
0