https://sputnik-georgia.com/20220830/testireba-tarlitoba-269901729.html
ახალგაზრდა კაცმა თითიდან კანი აიჭრა და მეგობარს დააწება, რათა მას ტესტი მის ნაცვლად გაევლო
ახალგაზრდა კაცმა თითიდან კანი აიჭრა და მეგობარს დააწება, რათა მას ტესტი მის ნაცვლად გაევლო
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც რკინიგზაზე დასაქმება სურდა, საკუთარი თითის ანაბეჭდი მეგობარს დააწება თითზე, რათა ამ უკანასკნელს... 30.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-30T16:09+0400
2022-08-30T16:09+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
ინდოეთი
შემთხვევები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24701/06/247010686_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_2ba1b238c267b04a54807fbb45ef2b2d.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც რკინიგზაზე დასაქმება სურდა, საკუთარი თითის ანაბეჭდი მეგობარს დააწება თითზე, რათა ამ უკანასკნელს ტესტირება მის მაგივრად გაევლო, იუწყება NDTV.გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის ქალაქ ვადოდარის რკინიგზის კერძო კომპანია ვაკანტურ ადგილზე კანდიდატების ტესტირებას ატარებდა, რომელზე მოსახვედრადაც ბიომეტრიული შემოწმების გავლა იყო საჭირო. მანიშ კუმარი ერთ-ერთი იყო 600 კანდიდატს შორის. მამაკაცს იმდენად ეეჭვებოდა თავისი ცოდნა, რომ გახურებული ტაფის მეშვეობით კანი აიძრო ცერა თითიდან და ის მეგობარს, რაჯაგურუ გუფთას დააწება, რომელიც სასწავლებელში კარგი მოსწრებით გამოირჩეოდა.კუმარის სამწუხაროდ, როდესაც მის მეგობარს თითზე სადეზინფექციო ხსნარი დაასხურეს, მიწებებული ანაბეჭდი თითს მოსძვრა. კომპანიის თანამშრომლებმა ეს შენიშნეს და მაშინვე პოლიციას შეატყობინეს. დანაშაულში გამოჭერილმა მალევე აღიარა, რომ მეგობრის ნაცვლად აპირებდა ტესტირების გავლას.სამართალდამცველების თქმით, ამ დროისათვის თაღლითობაში გამოჭერილი 20 წლის მეგობრები დაკავებული არიან.წყარო: NDTV
ინდოეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24701/06/247010686_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_b4478040c986734994da0280c90fa2c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინდოეთი , შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
ინდოეთი , შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც რკინიგზაზე დასაქმება სურდა, საკუთარი თითის ანაბეჭდი მეგობარს დააწება თითზე, რათა ამ უკანასკნელს ტესტირება მის მაგივრად გაევლო, იუწყება NDTV.
გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის ქალაქ ვადოდარის რკინიგზის კერძო კომპანია ვაკანტურ ადგილზე კანდიდატების ტესტირებას ატარებდა, რომელზე მოსახვედრადაც ბიომეტრიული შემოწმების გავლა იყო საჭირო. მანიშ კუმარი ერთ-ერთი იყო 600 კანდიდატს შორის. მამაკაცს იმდენად ეეჭვებოდა თავისი ცოდნა, რომ გახურებული ტაფის მეშვეობით კანი აიძრო ცერა თითიდან და ის მეგობარს, რაჯაგურუ გუფთას დააწება, რომელიც სასწავლებელში კარგი მოსწრებით გამოირჩეოდა.
კუმარის სამწუხაროდ, როდესაც მის მეგობარს თითზე სადეზინფექციო ხსნარი დაასხურეს, მიწებებული ანაბეჭდი თითს მოსძვრა. კომპანიის თანამშრომლებმა ეს შენიშნეს და მაშინვე პოლიციას შეატყობინეს. დანაშაულში გამოჭერილმა მალევე აღიარა, რომ მეგობრის ნაცვლად აპირებდა ტესტირების გავლას.
„გამოცდის წინა დღეს კუმარმა ცერა თითი გახურებულ ტაფას დაადო. დამწვრობის შედეგად მას თითზე წყლული გამოებერა. კუმარმა სამართებლით აიჭრა კანი და ის გუფთას დააწება მარცხენა ხელის ცერზე, ვინაიდან იცოდა, რომ საგამოცდო ცენტრში ბიომეტრიული შემოწმება ჩატარდებოდა პიროვნების იდენტიფიკაციისთვის“, — განაცხადეს პოლიციაში.
სამართალდამცველების თქმით, ამ დროისათვის თაღლითობაში გამოჭერილი 20 წლის მეგობრები დაკავებული არიან.