როდის განიხილავს სემეკი რუსთავის წყალმომარაგების საკითხს

© photo: Sputnik / Stringerდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
დავით ნარმანიას თქმით, რუსთავის წყალმომარაგებაში მეტი ინვესტიციებია საჭირო, რათა მოძველებული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია (სემეკი) რუსთავის წყალმომარაგების საკითხზე 1 სექტემბერს იმსჯელებს.
სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, რა რეაგირება მოჰყვება იმ პრობლემებს, რომელიც წყალმომარაგებასთან დაკავშირებით რუსთავში არსებობს.
„რუსთავის წყალმომარაგებაში მეტი ინვესტიციებია საჭირო, რათა მოძველებული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს. გარდა ამისა, მმართველობითი გაუმჯობესების საჭიროებას ვხედავთ. ამ ყველაფერზე მარეგულირებელ კომისიას თავისი პოზიცია გააჩნია. ჩვენ განვიხილავთ რუსთავის მერის მომართვას იმის თაობაზე, რომ წყალმომარაგების საკითხებს მეტი ყურადღება დაეთმოს“, – განაცხადა ნარმანიამ.
უწყლობა რუსთავში: მერმა დახმარებისთვის სემეკს მიმართა>>>
ქალაქში წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრაში დახმარება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სთხოვა.
რუსთავის წყალმომარაგებაზე კომპანია „რუსთავის წყალია“ პასუხისმგებელი. ბოლო ორი თვის განმავლობაში ქალაქში წყალი გრაფიკით მოდის – მხოლოდ ღამის საათებში. ქალაქის მცხოვრებლებმა აგვისტოს დასაწყისში მერიას ღია წერილით მიმართეს და პრობლემის მოგვარება სთხოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0