https://sputnik-georgia.com/20220830/erovnuli-gamocdebis-shedegebi-dges-gamoqveyndeba-269891681.html
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდება
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდება
Sputnik საქართველო
წელს ერთიანი ეროვნული გამოცები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდა. 30.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-30T11:41+0400
2022-08-30T11:41+0400
2022-08-30T16:50+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23689/20/236892057_0:216:3916:2419_1920x0_80_0_0_c1627ac6187bd1e6dca1b27079f157e6.jpg
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 30 აგვისტოს 12:00 საათზე გახდება ცნობილი, აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტების განაწილების შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.უწყების ცნობით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებ-გვერდზე https://online2.naec.ge/uee-res, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სამოქალაქო განათლების საგანში გამოცდით დასრულდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23689/20/236892057_202:0:3714:2634_1920x0_80_0_0_3f4bde162133a0b63991fbd33accc081.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდება
11:41 30.08.2022 (განახლებულია: 16:50 30.08.2022) წელს ერთიანი ეროვნული გამოცები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდა.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 30 აგვისტოს 12:00 საათზე გახდება ცნობილი, აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტების განაწილების შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
უწყების ცნობით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებ-გვერდზე
https://online2.naec.ge/uee-res, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
საქართველოში 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი, 2,5 ათასზე მეტი სტუდენტი, 9,5 ათასზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი და 34,5 ათასი მასწავლებლობის მსურველი იყო დარეგისტრირებული.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სამოქალაქო განათლების საგანში გამოცდით დასრულდა.