https://sputnik-georgia.com/20220830/advokatebi-saakashvilistvis-sasjelis-1-wlit-gadavadebas-itxoven-269901042.html
ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის ერთი წლით გადავადებას ითხოვენ
ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის ერთი წლით გადავადებას ითხოვენ
Sputnik საქართველო
უცხოელი ექსპერტები უკვე იმყოფებოდნენ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“, სადაც სააკაშვილი მეოთხე თვეა მკურნალობის კურსს გადის. 30.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-30T16:24+0400
2022-08-30T16:24+0400
2022-08-30T20:22+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263673960_0:17:1280:737_1920x0_80_0_0_1188d38e0717767b383af7a05cc63a03.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველები სააკაშვილისთვის სასჯელის ერთი წლით გადავადებას მოითხოვენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით საქართველოში აშშ-დან და შვეიცარიიდან ექსპერტები 29 აგვისტოს ჩამოვიდნენ. უცხოელი ექსპერტების მოწვევის ინიციატივა სააკაშვილის ადვოკატებს ეკუთვნით. მათი აზრით, ცენტრ „ემპათიის“ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტების დასკვნა გახდება საფუძველი სასამართლოს წინაშე ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობის დასაყენებლად.რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებას, რომელიც არ გამორიცხავს დამატებით დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად, ადვოკატის თქმით, სააკაშვილს ამასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი აქვს და თანამშრომლობისთვის მზად არის.„ალტერნატიულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით სააკაშვილმა თქვა, რომ ეს მათი გადასაწყვეტია. ხელისუფლება თუ დანიშნავს ექსპერტიზას, მისი ჩატარება სააკაშვილის თანხმობის გარეშეც შეუძლიათ. ქართული კანონმდებლობით, იძულებითი ექსპერტიზის დანიშვნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არის შესაძლებელი“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.სააკაშვილი მეოთხე თვეა მკურნალობის კურსს გადის სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ როგორც სტაბილურს, საზოგადოებისთვის მისი დიაგნოზი უცნობია.რატი ბრეგაძე: სააკაშვილს დამატებით დამოუკიდებელი ექსპერტიზა შეიძლება ჩაუტარდეს>>>საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან პატიმრის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნება გარდაცვალების მაღალი რისკის ან საპატიმროს პირობებში პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულის შესახებ.ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263673960_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_d67e010915ba0b5e0aeeb4ec523d486c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის ერთი წლით გადავადებას ითხოვენ
16:24 30.08.2022 (განახლებულია: 20:22 30.08.2022) უცხოელი ექსპერტები უკვე იმყოფებოდნენ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“, სადაც სააკაშვილი მეოთხე თვეა მკურნალობის კურსს გადის.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველები სააკაშვილისთვის სასჯელის ერთი წლით გადავადებას მოითხოვენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით საქართველოში აშშ-დან და შვეიცარიიდან ექსპერტები 29 აგვისტოს ჩამოვიდნენ. უცხოელი ექსპერტების მოწვევის ინიციატივა სააკაშვილის ადვოკატებს ეკუთვნით. მათი აზრით, ცენტრ „ემპათიის“ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტების დასკვნა გახდება საფუძველი სასამართლოს წინაშე ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობის დასაყენებლად.
„საქართველოს სასამართლო პრაქტიკითა და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკით ეს არის ერთწლიანი ვადა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებას, რომელიც არ გამორიცხავს დამატებით დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად, ადვოკატის თქმით, სააკაშვილს ამასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი აქვს და თანამშრომლობისთვის მზად არის.
„ალტერნატიულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით სააკაშვილმა თქვა, რომ ეს მათი გადასაწყვეტია. ხელისუფლება თუ დანიშნავს ექსპერტიზას, მისი ჩატარება სააკაშვილის თანხმობის გარეშეც შეუძლიათ. ქართული კანონმდებლობით, იძულებითი ექსპერტიზის დანიშვნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არის შესაძლებელი“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
სააკაშვილი მეოთხე თვეა მკურნალობის კურსს გადის სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ როგორც სტაბილურს, საზოგადოებისთვის მისი დიაგნოზი უცნობია.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან პატიმრის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნება გარდაცვალების მაღალი რისკის ან საპატიმროს პირობებში პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულის შესახებ.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.