მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთმა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით ტრანზიტი ხუთჯერ გააძვირა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიბოსფორის სრუტე
ბოსფორის სრუტე - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. მონტრეს კონვენციით მინიჭებული უფლებების საფუძველზე თურქეთმა ხუთჯერ გაზარდა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით ტრანზიტის საფასური, იუწყება თურქული გამოცემა Sabah.
გავრცელებული ინფორმაციით, გაცვლითი კურსის სისტემა, რომელიც 1983 წელს დაწესდა 75%-იანი დისკონტით, გაუქმებულია, რის შედეგადაც ქვეყნის წლიური შემოსავალი დაახლოებით 200 მილიონი დოლარით გაიზრდება.

„თურქეთმა, რომელსაც არასდროს დაურღვევია თავისი საერთაშორისო უფლებები საგარეო პოლიტიკაში მტკიცე პოზიციით, ამჯერად ბოლო მოუღო სრუტეში გადასახადების მიმართ არსებულ უსამართლობას მონტრეს კონვენციით მისთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.

მონტრეს კონვენცია — საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც არეგულირებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით სარგებლობას. ხელმოწერილია 1936 წლის 20 ივლისს შვეიცარიაში, მონტრეს სასახლეში. ძალაში შევიდა 1936 წლის 9 ნოემბერს. მონტრეს კონვენცია უნარჩუნებს სავაჭრო გემებს სრუტეში გავლის თავისუფლებას როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს, მაგრამ რეჟიმები განსხვავებულია ყველა ქვეყნისთვის. ამავდროულად დოკუმენტი ზღუდავს შავ ზღვაში აუზის არაწევრი ქვეყნების სამხედრო გემების ყოფნას სამი კვირის ვადით. ხოლო საგანგებო სიტუაციებში თურქეთს უფლება აქვს, საერთოდ აკრძალოს ან შეზღუდოს სამხედროების გავლა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით.
წყარო: Sabah
ყველა ახალი ამბავი
0