https://sputnik-georgia.com/20220829/premierma-aviaparkis-ganaxleba-daaanonsa-269875432.html
სამი ახალი ვერტმფრენი ძველის ნაცვლად - პრემიერი ავიაპარკის განახლების თაობაზე
სამი ახალი ვერტმფრენი ძველის ნაცვლად - პრემიერი ავიაპარკის განახლების თაობაზე
Sputnik საქართველო
პრემიერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ძვირადღირებული ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციებში გამოიყენებოდა. 29.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-29T18:37+0400
2022-08-29T18:37+0400
2022-08-29T22:41+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23641/10/236411015_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_8819e6107511c600e23390ff2ce290b5.jpg
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გაყიდოს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში შეძენილი ძვირადღირებული ვერტმფრენი და მის ნაცვლად შეიძინოს სამი ახალი ვერტმფრენი, რომელთაც სამაშველო ოპერაციების დროს გამოიყენებენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.ივლისის ბოლოს გუდაურთან ჩამოვარდა და აფეთქდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა. მომხდარის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი რვა ადამიანი. აგვისტოს შუა რიცხვებში ბორჯომის ხეობასა და საქართველოს სხვა რეგიონებში ხანძრები გაჩნდა, რომელთა ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო. საკუთარი რესურსების სიმცირის გამო საქართველოს ცეცხლის კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქეთის სამი თვითმფრინავი დაეხმარა.„სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც წინა მთავრობამ ყოფილი პრეზიდენტისთვის შეიძინა და რამდენიმე ათეული დოლარი თუ ევროა გადახდილი ამ ვერტმფრენში... ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ვერტმფრენი დავუბრუნოთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და სანაცვლოდ ჩვენ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.გუდაურთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულები სამხედრო პატივით დაკრძალეს>>>პრემიერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ძვირადღირებული ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციებში გამოიყენებოდა.„აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.პრემიერის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ახალი ვერტმფრენების შეძენის საკითხზე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. პროცესში ჩართულია ფინანსთა სამინისტრო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23641/10/236411015_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_a3715d35e1f28719552d8074bfa5437a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
სამი ახალი ვერტმფრენი ძველის ნაცვლად - პრემიერი ავიაპარკის განახლების თაობაზე
18:37 29.08.2022 (განახლებულია: 22:41 29.08.2022) პრემიერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ძვირადღირებული ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციებში გამოიყენებოდა.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გაყიდოს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში შეძენილი ძვირადღირებული ვერტმფრენი და მის ნაცვლად შეიძინოს სამი ახალი ვერტმფრენი, რომელთაც სამაშველო ოპერაციების დროს გამოიყენებენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ივლისის ბოლოს გუდაურთან ჩამოვარდა და აფეთქდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა. მომხდარის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი რვა ადამიანი. აგვისტოს შუა რიცხვებში ბორჯომის ხეობასა და საქართველოს სხვა რეგიონებში ხანძრები გაჩნდა, რომელთა ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო. საკუთარი რესურსების სიმცირის გამო საქართველოს ცეცხლის კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქეთის სამი თვითმფრინავი დაეხმარა.
„სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც წინა მთავრობამ ყოფილი პრეზიდენტისთვის შეიძინა და რამდენიმე ათეული დოლარი თუ ევროა გადახდილი ამ ვერტმფრენში... ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ვერტმფრენი დავუბრუნოთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და სანაცვლოდ ჩვენ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ძვირადღირებული ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციებში გამოიყენებოდა.
„აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ახალი ვერტმფრენების შეძენის საკითხზე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. პროცესში ჩართულია ფინანსთა სამინისტრო.