https://sputnik-georgia.com/20220829/mtavroba-arastandartul-vashls-daasubsidirebs-269871132.html
საქართველოს მთავრობა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებას წელსაც გეგმავს
საქართველოს მთავრობა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებას წელსაც გეგმავს
Sputnik საქართველო
ვაშლი, ისევე, როგორც ატამი, ყურძენი და მანდარინი საქართველოსთვის ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას წარმოადგენს. 29.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-29T16:42+0400
2022-08-29T16:42+0400
2022-08-29T21:54+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250948344_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_fbc8eb5f888a00b278cf07bcd35a5af2.jpg
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას განახორციელებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.„წელს ველოდებით 120 ათასი ტონა ვაშლის მოსავალს. გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვაშლის წარმოებას, ამიტომ საჭიროა ჩვენი ფერმერების წახალისება და მხარდაჭერა, რათა არცერთი კილოგრამი არასტანდარტული ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.პრემიერის თქმით, სუბსიდირების პროგრამაში დაახლოებით 20-მდე საწარმო იქნება ჩართული.საქართველოში ქარხნები ვაშლის მოსავალს სექტემბრიდან ჩაიბარებენ>>>გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ფერმერები ვაშლის ჩაბარებას ქარხნებში სექტემბრის დასაწყისიდან შეძლებენ. საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით საკოორდინაციო შტაბიც ამოქმედდება.„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა გასულ წელსაც მოქმედებდა. ამ პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა შარშან 35 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად – ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლამდე 5.308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად – 5.282 ტონა რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში 20 ტონა ვაშლი უკრაინაში, 6 ტონა კი სომხეთში გავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250948344_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_9cfdff56b2286daf99c5a9724e649da9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებას წელსაც გეგმავს
16:42 29.08.2022 (განახლებულია: 21:54 29.08.2022) ვაშლი, ისევე, როგორც ატამი, ყურძენი და მანდარინი საქართველოსთვის ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას წარმოადგენს.
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას განახორციელებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
„წელს ველოდებით 120 ათასი ტონა ვაშლის მოსავალს. გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვაშლის წარმოებას, ამიტომ საჭიროა ჩვენი ფერმერების წახალისება და მხარდაჭერა, რათა არცერთი კილოგრამი არასტანდარტული ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, სუბსიდირების პროგრამაში დაახლოებით 20-მდე საწარმო იქნება ჩართული.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ფერმერები ვაშლის ჩაბარებას ქარხნებში სექტემბრის დასაწყისიდან შეძლებენ. საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით საკოორდინაციო შტაბიც ამოქმედდება.
„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა გასულ წელსაც მოქმედებდა. ამ პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა შარშან 35 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად – ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლამდე 5.308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად – 5.282 ტონა რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში 20 ტონა ვაშლი უკრაინაში, 6 ტონა კი სომხეთში გავიდა.