https://sputnik-georgia.com/20220821/saqartvelosi-qarxnebi-vaslis-mosavals-seqtembridan-caibareben-269645185.html
საქართველოში ქარხნები ვაშლის მოსავალს სექტემბრიდან ჩაიბარებენ
საქართველოში ქარხნები ვაშლის მოსავალს სექტემბრიდან ჩაიბარებენ
Sputnik საქართველო
საქართველოში წელს ვაშლის უხვ მოსავალს ელოდებიან - დაახლოებით 130-135 ათას ტონას
2022-08-21T13:00+0400
2022-08-21T13:00+0400
2022-08-21T13:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23444/56/234445674_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_8cef31fec1d34a74090cf5495187b8d0.jpg
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ფერმერები ვაშლის ჩაბარებას ქარხნებში სექტემბრის დასაწყისიდან შეძლებენ, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.ვაშლი, ისევე როგორც ატამი, ყურძენი და მანდარინი საქართველოსთვის ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას წარმოადგენს.სამინისტროს ინფორმაციით, ვაშლის მოსავლის სეზონთან დაკავშირებულ საკითხებს აქტიურად განიხილავს კომპანიების წარმომადგენლებთან, რათა „ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს“.წელს ვაშლის საპროგნოზო მოსავალი უხვია და, დაახლოებით, 130-135 ათას ტონას შეადგენს. თუმცა, უამინდობამ და ხშირმა წვიმებმა ვაშლის ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.საქართველოდან 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლამდე 5.308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.2021 წლის 1 აგვისტოდან დღემდე ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად – 5.282 ტონა რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა.ამასთან, საანგარიშო პერიოდში 20 ტონა ვაშლი უკრაინაში, 6 ტონა კი სომხეთში გავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23444/56/234445674_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_3b3c0600f35c2e3ad332dc1daa5c24a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ქარხნები ვაშლი მოსავალი სექტემბერი ჩაბარება
საქართველო ქარხნები ვაშლი მოსავალი სექტემბერი ჩაბარება
საქართველოში ქარხნები ვაშლის მოსავალს სექტემბრიდან ჩაიბარებენ
საქართველოში წელს ვაშლის უხვ მოსავალს ელოდებიან - დაახლოებით 130-135 ათას ტონას
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ფერმერები ვაშლის ჩაბარებას ქარხნებში სექტემბრის დასაწყისიდან შეძლებენ, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
ვაშლი, ისევე როგორც ატამი, ყურძენი და მანდარინი საქართველოსთვის ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას წარმოადგენს.
სამინისტროს ინფორმაციით, ვაშლის მოსავლის სეზონთან დაკავშირებულ საკითხებს აქტიურად განიხილავს კომპანიების წარმომადგენლებთან, რათა „ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს“.
წელს ვაშლის საპროგნოზო მოსავალი უხვია და, დაახლოებით, 130-135 ათას ტონას შეადგენს. თუმცა, უამინდობამ და ხშირმა წვიმებმა ვაშლის ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
საქართველოდან 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლამდე 5.308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
2021 წლის 1 აგვისტოდან დღემდე ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად – 5.282 ტონა რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში 20 ტონა ვაშლი უკრაინაში, 6 ტონა კი სომხეთში გავიდა.