„ქართველები ჩვენს მიწაზე მიჯაჭვული ერი ვართ და მის გარეშე დიდხანს ცხოვრება არ შეგვიძლია“

© courtesy of Band "Megobrebi"ტრიო "მეგობრები"
ტრიო მეგობრები - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
ფილადელფიაში არსებულ რესტორანს, რომელსაც ადრე Georgian Bakery & Café ერქვა, ქართველი ემიგრანტები დღეს იცნობენ სახელით „ფესვები". სწორედ ამ რესტორანში ჩამოყალიბდა ვაჟთა ტრიო „მეგობრები“, ისინი მხოლოდ ქართულ სიმღერებს მღერიან.
ვესაუბრებით ამერიკაში მცხოვრებ მომღერალს მამუკა მშვენიერაძეს.
© photo: courtesy of Band "Megobrebi"ბუსო მშვენიერაძე
ბუსო მშვენიერაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
ბუსო მშვენიერაძე
- მამუკა, როგორ ჩამოყალიბდა თქვენი ტრიო ამერიკაში?
- ამერიკაში, კერძოდ, ფილადელფიაში 2003 წლის 15 ნოემბერს ჩამოვედი. ამ ტრიომდე ამერიკაში მყავდა ბავშვთა ხალხური გუნდი, რომელიც მეგობარ გოგონასთან ერთად ჩამოვაყალიბე. ანსამბლის სახელი იყო „ცისკარი“, ეს გუნდი ფილადელფიაში არსებულ ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიაში შეიქმნა. მე იმავე ეკლესიაში ვგალობდი. „ცისკარი“ ეკლესიის სახელით მონაწილეობას იღებდა აქ გამართულ სხვადასხვა საქველმოქმედო კონცერტებში.
© photo: courtesy of Band "Megobrebi"სტუდიაში: გოგიტა გოგიძე, დათო არჩვაძე და ტრიო "მეგობრები"
სტუდიაში: გოგიტა გოგიძე, დათო არჩვაძე და ტრიო მეგობრები - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
სტუდიაში: გოგიტა გოგიძე, დათო არჩვაძე და ტრიო "მეგობრები"
- თქვენს ჯგუფს ჰქვია „მეგობრები“ და ცხოვრებაშიც მეგობრები ხართ, გაგვაცანით ისინი...
- სამივეს ძალიან გვიყვარს სიმღერა და ამასთან თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ ნიჭიც გვაქვს. კონსერვატორია არც ერთს არ დაგვიმთავრებია. ჩემ გარდა ტრიოში არიან გიორგი ჩიხლაძე და გიორგი ხელაძე. გამოვდივართ რესტორანში, რომელსაც სიმბოლური სახელი აქვს – „ფესვები“.
- თქვენს ტრიოს უკვე სავიზიტო სიმღერაც აქვს, რომელია ეს?
- ჩვენ ყოველთვის ვოცნებობდით, რომ რეპერტუარში გვქონოდა სიმღერა, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდებოდა და რომლითაც მსოფლიოში გაფანტული ყველა ქართველის სათქმელს გამოვხატავდით. ასეთი სიმღერის შექმნის იდეა დიდხანს ღვივდებოდა. ერთხელ, როცა ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორი დავით არჩვაძე ამერიკაში იყო ჩამოსული, მასთან მივედით. მან მოგვისმინა და დაუფიქრებლად დაგვთანხმდა. ასე შეიქმნა სპეციალურად „მეგობრებისთვის" საოცარი სიმღერა, რომლის მოსმენა ემოციის გარეშე ყოვლად შეუძლებელია. სიმღერის სახელწოდებაც სიმბოლურია „ჩვენ დავბრუნდებით!"
© photo: courtesy of Band "Megobrebi"ტრიო "მეგობრები" და კომპოზიტორი დათო არჩვაძე
ტრიო მეგობრები და კომპოზიტორი დათო არჩვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
ტრიო "მეგობრები" და კომპოზიტორი დათო არჩვაძე
- სიმღერის ტექსტის ავტორმა ინკოგნიტოდ დარჩენა რატომ ისურვა?
- ალბათ იმიტომ, რომ ეს ყველას სათქმელია. ამ სიმღერით გამოვხატეთ ახლობლებთან, ოჯახთან, სამშობლოსთან განშორების სევდა და გამოვთქვით უკან დაბრუნების იმედი, რომლის გარეშეც უცხოეთში შეუძლებელია სიცოცხლის გაგრძელება. სიმღერის „ჩვენ დავბრუნდებით" ვიდეორგოლის რეჟისორი გოგიტა გოგიძის ვაჟი მიშო გოგიძეა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მიშოს, დათო არჩვაძეს და პროექტის სპონსორს, ჩვენს მეგობარს და უდიდეს პატრიოტს, ფილადელფიაში არსებული ქართული რესტორნის „ფესვები" (Georgian Bakery &Cafe) მფლობელს, ბატონ თენგიზ ოქროპილაშვილს. მადლობა ყველას.
© photo: courtesy of Band "Megobrebi"კლიპის გადაღების დროს
კლიპის გადღების დროს - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
კლიპის გადაღების დროს
- რომელი იყო ყველაზე ემოციური ამბავი თქვენს ცხოვრებაში?
- ყველაზე ამაღელვებელი და ემოციური ამბავი ცხოვრებაში იყო ჩემი შვილის დაბადება, რომელსაც პირადად ვესწრებოდი. სასწაულების არ მჯერა, მაგრამ ეს ჩემთვის მართლაც სასწაული აღმოჩნდა. ეს იყო ძალიან ამაღელვებელი შეხვედრა ჩემს შვილთან. მეორე შვილის დაბადებასაც დავესწარი, მაგრამ ამჯერად უფრო შემართებით შევხვდი ამ ამბავს, თუმცა ემოციებმა აქაც იჩინა თავი. სულ სამი შვილი მყავს და სამივე ბიჭია. იმედი მაქვს და მწამს, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა სამშობლოდან წასული ყველა ქართველი დავბრუნდებით. სხვაგვარად წარმოუდგენელია, ქართველები ხომ ჩვენს მიწაზე მიჯაჭვული ერი ვართ და მის გარეშე დიდხანს ცხოვრება არ შეგვიძლია...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0