ოქროს მედალი APIMONDIA 2022-ზე: ქართული თაფლი საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე დაჯილდოვდა

© Pixabay / explorerbobთაფლი
თაფლი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2022
გამოწერა
მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 50 ქვეყანა და მეფუტკრეობის სექტორში მოქმედი 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს.
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდმა ოქროს მედალი მოიპოვა. იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ქართული კომპანიები გამოფენა-კონგრესზე დამთვალიერებელს მეფუტკრეობის სხვადასხვა პროდუქტს აცნობენ.
ფესტივალის ფარგლებში, 10 სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ მონაწილეები, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტო საუკეთესო სტენდის ნომინაციაში ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვს თაფლის მწარმოებელ 8 კომპანიას: შპს „რუხი დედოფალი“, შპს „ჯეონატურალი“, შპს „აპიგეო“, შპს „თაფლი სახლში“, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „რაჭის ნატურალური პროდუქტები“, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სკა“, შპს „სკა-კოდალა“, შპს „KTW აგრო-ქედა“. აღნიშნული კომპანიები გამოფენის სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ქართულ თაფლს, მათ შორის ჯარას თაფლს აცნობენ.
მათი ცნობით, ფესტივალის ფარგლებში, 10 სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ მონაწილეები, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტო საუკეთესო სტენდის ნომინაციაში ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
„ქართველ მწარმოებლებს ამ გამოფენა-კონგრესში მონაწილეობით საშუალება მიეცა, არამარტო გაყიდონ საკუთარი პროდუქცია, არამედ, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და ახალ მიმართულებებს მეფუტკრეობის სექტორში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, წაახალისოს ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობა, მათ შორის, მეფუტკრეობა, არის შედეგიანი და წარმატებული“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
თურქეთში ქართული სტენდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიხსნა.
APIMONDIA 2022-ში მონაწილე ქართული კომპანიების წარმომადგენელების განცხადებით, სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო გამოფენებში ქართველი მწარმოებლების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაზრების დივერსიფიცირების და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.
წელს გამოფენაში მონაწილეობას 50 ქვეყანა და მეფუტკრეობის სექტორში მოქმედი 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს.
APIMONDIA 2022 24 აგვისტოს გაიხსნა და 28 აგვისტოს დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0