კალათბურთი: საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა - ვიდეო

© Sputnik / STRINGERსაქართველოს კალათბურთის ნაკრები
საქართველოს კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2022
გამოწერა
ქართველი კალათბურთელები აქამდე ცხრაჯერ შეხვდნენ იტალიის ნაკრებს და ყველა მატჩში დამარცხდნენ
თბილისი, 28 აგვისტო– Sputnik. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე მატჩი ჩაატარა და იტალიის გუნდთან სტუმრად ანგარიშით 84:91 წააგო.
ქართველი კალათბურთელები აქამდე ცხრაჯერ შეხვდნენ იტალიის ნაკრებს და ყველა მატჩში დამარცხდნენ. მაგრამ მეათე თამაშში საქართველო ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების ლიდერი, თორნიკე შენგელია ტრავმის გამო ვერ გავიდა პარკეტზე.
ილიას ზუროსის გუნდი თამაშის პირველივე წუთებზე დაწინაურდა - 7:0. მაგრამ სამქულიანების შემდეგ იტალიამ დაწინაურება შეძლო და პირველი ნახევარი ანგარიშით 43:38 მოიგო.
თორნიკე შენგელიამ საქართველო-ნიდერლანდის მატჩის დროს მხარი მოიტეხა >>
თამაშის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები კვლავ წინ წავიდა - 12:0. ამჯერად ბითაძემ (2) და ცინცაძემ სამქულიანები ჩააგდეს - ანგარიში 50:43 გახდა.
მაგრამ იტალიაც ჩაერთო და გამოცდილმა დანილო გალინარიმ თამაშში დიდი წვლილი შეიტანა. მეოთხე პერიოდის წინ ანგარიში გათანაბრდა - 66:66. იტალიელები მოგებას სამქულიანებით ცდილობდნენ - 38-დან 16 ჩაგდება სამქულიანი იყო.
დასრულებამდე ორი წუთით ადრე ანგარიში ისევ თანაბარი იყო - 82:82. თუმცა ბოლო წუთებზე მასპინძლებმა წარმატებას მიაღწიეს და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე მატჩის მოგება მოახერხეს.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო გოგა ბითაძე გახდა 19 ქულით და 13 მოხსნით. გიორგი ცინცაძემ 8 ქულა დააგროვა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც ეროვნული ნაკრების რეკორდის განმეორებაა.
მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 9 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში სამი საუკეთესო გუნდი გადის.
ქართველი კალათბურთელები მომდევნო თამაშს ისლანდიასთან 11 ნოემბერს გამართავენ. 14 ნოემბერს კი თბილისში თამაშზე იტალიის ნაკრები ჩამოვა.
ყველა ახალი ამბავი
0