https://sputnik-georgia.com/20220825/tornike-sengeliam-mxari-moitexa-269753864.html
თორნიკე შენგელიამ საქართველო-ნიდერლანდის მატჩის დროს მხარი მოიტეხა
თორნიკე შენგელიამ საქართველო-ნიდერლანდის მატჩის დროს მხარი მოიტეხა
Sputnik საქართველო
კალათბურთელს გამოჯანმრთელებისთვის 6-დან 12 თვემდე დასჭირდება, აღნიშნეს კალათბურთის ფედერაციაში. 25.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-25T11:28+0400
2022-08-25T11:28+0400
2022-08-25T18:47+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260393657_0:321:2743:1864_1920x0_80_0_0_743b769129851e2fffcd7877190dbd15.jpg
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თბილისში ნიდერლანდის წინააღმდეგ გამართული მატჩის დროს სერიოზული ტრავმა მიიღო. ექიმები აცხადებენ, რომ მან მხარი მოიტეხა და აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლების აზრით, კალათბურთელს აღდგენისთვის ნახევარი წლიდან ერთ წლამდე დრო დასჭირდება. დეტალები ოპერაციის შემდეგ გახდება ცნობილი. შენგელია ტრავმის მიღებისთანავე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.მოტეხილობის გამო საქართველოს ნაკრების ლიდერი გუნდს ევრობასკეტი-2022-ის მატჩებში ვერ დაეხმარება.საქართველოს ნაკრებმა გუშინ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი გამართა. ზუროსის გუნდმა ნიდერლანდის ნაკრებს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში უმასპინძლა და მეტოქე 77:66 დაამარცხა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260393657_273:355:2284:1864_1920x0_80_0_0_bb179404d0e115fac48a6ccbfc946608.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
თორნიკე შენგელიამ საქართველო-ნიდერლანდის მატჩის დროს მხარი მოიტეხა
11:28 25.08.2022 (განახლებულია: 18:47 25.08.2022) კალათბურთელს გამოჯანმრთელებისთვის 6-დან 12 თვემდე დასჭირდება, აღნიშნეს კალათბურთის ფედერაციაში.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თბილისში ნიდერლანდის წინააღმდეგ გამართული მატჩის დროს სერიოზული ტრავმა მიიღო. ექიმები აცხადებენ, რომ მან მხარი მოიტეხა და აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლების აზრით, კალათბურთელს აღდგენისთვის ნახევარი წლიდან ერთ წლამდე დრო დასჭირდება. დეტალები ოპერაციის შემდეგ გახდება ცნობილი. შენგელია ტრავმის მიღებისთანავე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
მოტეხილობის გამო საქართველოს ნაკრების ლიდერი გუნდს ევრობასკეტი-2022-ის მატჩებში ვერ დაეხმარება.
„შენგელიას დაკარგვა ჩვენთვის დიდი დარტყმაა, მაგრამ წინსვლა უნდა განვაგრძოთ, ასეთია ცხოვრება“, – განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა.
საქართველოს ნაკრებმა გუშინ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი გამართა. ზუროსის გუნდმა ნიდერლანდის ნაკრებს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში უმასპინძლა და მეტოქე 77:66 დაამარცხა.