მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემას შეზღუდავენ

© photo: Sputnik / Vladimir Sergeevრუსეთის, ევროკავშირისა და საფრანგეთის დროშები ნიცაში.
რუსეთის, ევროკავშირისა და საფრანგეთის დროშები ნიცაში. - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2022
გამოწერა
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვიზების გაცემის შეზღუდვა დამოუკიდებლად შეუძლიათ - ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ეს უკვე გააკეთა
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უახლოეს დღეებში რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერებას აპირებენ, იუწყება ბრიტანული გამოცემა Financial Times.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირში ამ ზომას მხარს შემდეგ კვირაში დაუჭერენ, რათა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების რაოდენობა შეამცირონ.
ევროკავშირში ასევე აცხადებენ, რომ ამ კუთხით უფრო რადიკალური ცვლილებები წლის ბოლოს იქნება მიღებული.
როგორც მოსალოდნელია, „სავიზო საკითხი“ იქნება განხილული პრაღაში 30-31 აგვისტოს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში გამართულ თათბირზე.
ბოლო დროს რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები, რუსეთის ყველა მოქალაქეს შენგენის შეთანხმების ქვეყნებში შესვლა აეკრძალოს.
გერმანიის მთავრობამ ადრე გაიტანა განსახილველად ევროკავშირის გადაწყვეტილების პროექტი, რომელიც მორიგი სასანქციო პაკეტის ფარგლებში რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას ითვალისწინებს.
წყარო - Financial Times.
ყველა ახალი ამბავი
0