რამდენი სასტუმროა საქართველოში: სტატისტიკური მონაცემები

© photo: Sputnikსასტუმრო Vere Palace
სასტუმრო  Vere Palace - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2022
გამოწერა
მოქმედ სასტუმროებში ადგილების საერთო რაოდენობამ 87,8 ათასი შეადგინა, რაც 51,7%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში სასტუმროს მომსახურებით იყო დაკავებული 1.726 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 1.776 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას, რაც 68,5%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
სააგენტოს ინფორმაციით, დაწესებულებების 99,3% კერძო, ხოლო 0,7% - სახელმწიფოს საკუთრებაში იყო.
2021 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 2,725.5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 49,2%-ით მეტია 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. აქედან 65,4 ათასი კვადრატული მეტრი იჯარით იყო გაცემული.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 1.328 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 59,3%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
ტურიზმის შემოსავლები წლის დასაწყისიდან სამჯერ გაიზარდა >>
2021 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 87.8 ათასი შეადგინა, რაც 51,7 პროცენტით მეტია 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 60,2%-ით და 43,1 ათასი შეადგინა.
რაზე ხარჯავენ ფულს უცხოელები საქართველოში >>
2021 წელს საქართველოს სასტუმროები 3 მილიონზე მეტ სტუმარს მოემსახურა, რაც 127%-ით მეტია 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 43,5%-ს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 10,4% რუსეთის ფედერაციაზე მოდის, 9,5% - უკრაინაზე, ხოლო 9,5% - არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე. ევროკავშირის ქვეყნების წილი უცხოელი სტუმრების 10,1%-ს შეადგენს, რომელთა შორის 34,6%-ს გერმანიის, ხოლო 33%-ს - პოლონეთის მოქალაქეები წარმოადგენენ.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 18.283 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (56,6%) ქალები წარმოადგენდნენ.
წყარო - „საქსტატი“
ყველა ახალი ამბავი
0