რაზე ხარჯავენ ფულს უცხოელები საქართველოში

© photo: Sputnikტურისტები ჯვრის მონასტერთან
ტურისტები ჯვრის მონასტერთან - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2022
გამოწერა
უცხოელები საქართველოში ძირითადად დასასვენებლად, ნათესავებისა და ახლობლების მოსანახულებლად ჩამოდიან, ასევე ტრანზიტით – ქვეყნის ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყანაში მიემგზავრებიან.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უცხოელებმა საქართველოში საერთო ჯამში 2,3 მილიარდი ლარი დახარჯეს. მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი" აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, თანხის დიდი ნაწილი მოხმარდა დაბინავებას, კვებას და სასმელს.
უცხოელების მიერ გაწეული ხარჯი

ხარჯის სახეობა

ხარჯი, მლნ ლარი

ხარჯის წილი, %

საკვები, სასმელი

767,0

34,1

განთავსება

522,7

23,2

საყიდლები

423,9

18,8

გართობა

340,6

15,1

ადგილობრივი ტრანსპორტი

175,9

7,8

სხვა ხარჯები

20,3

0,9

საანგარიშო პერიოდში საქართველოში ვიზიტისას ერთი უცხოელის მიერ გაწეულმა ხარჯმა საშუალოდ 2.440,2 ლარი შეადგინა.
რა მიზნით სტუმრობენ უცხოელები საქართველოს
2022 წლის აპრილი–ივნისში უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოს საზღვარი 1 მილიონზე მეტჯერ გადმოკვეთეს. ამასთან, 15 წელს ზემოთ პირებმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს 922,2 ათასჯერ, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 176,2%-ით მეტია.
საქართველოში ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო დასვენება, ნათესავებისა და ნაცნობების მონახულება, ასევე საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებში გადასვლა.
ტურიზმის შემოსავლები წლის დასაწყისიდან სამჯერ გაიზარდა>>
ყველაზე მეტი ტურისტი მეორე კვარტალში თბილისსა და აჭარას ეწვია. უცხოელები საქართველოში საშუალოდ 6,2 დღე-ღამეს რჩებიან.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა რუსეთიდან – 175,4 ათასი, რაც საერთო ვიზიტების 19,3%-ია. შემდეგ მოდიან თურქეთი – 158,3 ათასი (14,9%) და სომხეთი – 136,8 ათასი (12,1%).
რა შემოსავლები ჰქონდა საქართველოს ტურიზმიდან გასულ წლებში
საქართველოს რეკორდული წარმატება ჰქონდა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მაგრამ პანდემიის გამო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ტურიზმის შემოსავლებმა კი 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0