რას ელოდება სომხეთი საქართველოში ახალი ელჩისგან

© photo: Sputnikსომხეთის საელჩო საქართველოში
სომხეთის საელჩო საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2022
გამოწერა
ახალი ელჩისგან ელოდებიან მუშაობის გაგრძელებას სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით და ადგილობრივი თემის ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ერევანმა საქართველოში სომხეთის ელჩი შეცვალა და მნიშვნელოვან თანამდებობაზე საკადრო დიპლომატი დანიშნა. უახლოეს მომავალში სომხეთის ინტერესების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გერმანიაში ყოფილი ელჩი (2015–2021) აშოტ სმბატიანი იქნება.
ეროვნული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან რუბენ სადოიანი საქართველოში ელჩი 2017 წლის ოქტომბრიდან იყო. მისი შეცვლის გადაწყვეტილება სადოიანის დიპლომატიური მისიის ვადის დასრულების გამო მიიღეს. ამდენად, ეს ცვლილება პოლიტიკას არ უკავშირდება, იუწყება Sputnik–სომხეთი.
დიპლომატიური მისიის შესრულება საქართველოში სადოიანს სომხეთისთვის რთულ პერიოდში მოუწია. ქვეყანაში იყო „ხავერდოვანი რევოლუცია“ და ელჩს ქვეყნებს შორის ახალი ხიდების გადება, ერევანსა და თბილისს შორის სანდო ურთიერთობების აწყობა მოუწია.

ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცებაში აწ უკვე ყოფილი ელჩის როლს მაღალ შეფასებას აძლევენ როგორც სომხეთში, ისე საქართველოში. მისი ელჩად ყოფნის პერიოდში, ხუთ წელიწადში 16 სამთავრობოთშორისი ვიზიტი განხორციელდა.

წინამორბედისგან განსხვავებით, სმბატიანს საქართველოს პოლიტიკურ წრეებთან მჭიდრო კონტაქტები არა აქვს, თუმცა ერევანმა ყურადღება სწორედ მასზე შეაჩერა მისი მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე.
ერევანში აღნიშნავენ, რომ რეგიონში ბოლო მოვლენების ფონზე მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან საკმარისი არაა, საჭიროა სახელმწიფოთშორისი კონტაქტების მეტი გააქტიურება. საშუალოვადიან პროგრამაში სომხეთის მთავრობას გამოყოფილი აქვს ადგილი საქართველოსთან ურთიერთობებისთვის. ერევანი თბილისთან კავშირების გაღრმავებას გეგმავს პოლიტიკური, ეკონომიკური, კომუნიკაციური, კულტურული, ჰუმანიტარული და ტურისტული სფეროების მიმართულებებით.
სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში ღარიბაშვილს შეხვდნენ>>
ასევე მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის მგრძნობიარე საკითხი – საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა, სადაც ძლიერი დიპლომატიური ხელია საჭირო, მიიჩნევენ ერევანში.
სომხეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სმბატიანი შეძლებს ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემების დელიკატურად გადაჭრას.
ერევანმა თბილისს უკვე ორჯერ შესთავაზა ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე გადაყვანა. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით იყო ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ნიკოლ ფაშინიანისა და მამუკა ბახტაძის (2019) არაფორმალური შეხვედრები.
ახალი ელჩის წინაშე ახლა დადგება აქტიური სამუშაოს წარმოების ამოცანა სომხურ თემთან, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხების გადაწყვეტის საქმეში.
აზერბაიჯანის და სომხეთის მთავარი დიპლომატები თბილისში შეხვედრისთვის მადლიერები არიან>>
სომხურ საექსპერტო წრეებში იმედოვნებენ, რომ სმბატიანის დანიშვნა დაეხმარება თბილისს, წარმოადგინოს სომხეთში საქართველოს ელჩის კანდიდატურა, რომელიც უკვე ერთი წელია ვაკანტურია.
აშოტ სმბატიანი 1969 წლის 30 აპრილს ერევანში დაიბადა. პროფესიით მათემატიკოსია. სმბატიანმა დაამთავრა დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტის ასპირანტურა.
გერმანიაში ელჩად 2015 წელს დაინიშნა. ის 2018 წელს შეთავსებით ლიხტენშტეინის ელჩიც გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0