https://sputnik-georgia.com/20220716/somxetis-da-azerbaijanis-sagareo-saqmeta-ministrebi-raribasvils-sexvdnen-268579723.html
სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში ღარიბაშვილს შეხვდნენ
სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში ღარიბაშვილს შეხვდნენ
Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივა განიხილებოდა
2022-07-16T16:23+0400
2022-07-16T16:23+0400
2022-07-16T16:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
კავკასია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486389_0:193:2956:1856_1920x0_80_0_0_20b89328ed3a06523fabd9f4f486d019.jpg
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არარატ მირზოიანმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა თბილისში სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.მირზოიანი და ბაირამოვი თბილისში პირველ ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. მანამდე მხარეები მოლაპარაკებებს მართავდნენ დუშანბეში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სამმხრივი შეხვედრების ფარგლებში.საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განიხილებოდა „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივა და მისი როლი რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზაციაში.ირაკლი ღარიბაშვილმა მირზოიანთან განიხილა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, ეკონომიკური და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის მიმართულებით.ბაირამოვთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივაზე და თანამშრომლობაზე ურთიერთსასარგებლო სფეროებში, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით.გასული წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486389_113:0:2844:2048_1920x0_80_0_0_a613cb03d05c9a79e457b3345800cad1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სომხეთი აზერბაიჯანი საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისი ირაკლი ღარიბაშვილი
სომხეთი აზერბაიჯანი საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისი ირაკლი ღარიბაშვილი
სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში ღარიბაშვილს შეხვდნენ
16:23 16.07.2022 (განახლებულია: 16:24 16.07.2022) საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივა განიხილებოდა
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არარატ მირზოიანმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა თბილისში სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მირზოიანი და ბაირამოვი თბილისში პირველ ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. მანამდე მხარეები მოლაპარაკებებს მართავდნენ დუშანბეში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სამმხრივი შეხვედრების ფარგლებში.
საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განიხილებოდა „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივა და მისი როლი რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა მირზოიანთან განიხილა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, ეკონომიკური და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის მიმართულებით.
ბაირამოვთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივაზე და თანამშრომლობაზე ურთიერთსასარგებლო სფეროებში, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით.
გასული წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.