როგორ შეიცვლება საარჩევნო კოდექსი საქართველოში: პირველი გადაწყვეტილება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2022
გამოწერა
საარჩევნო კოდექსში შესწორებების საბოლოო ვარიანტი პარლამენტს 21 სექტემბრისთვის უნდა წარედგინოს.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფი შეთანხმდა საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევასა და გარკვეული ჯარიმების გაზრდაზე, განაცხადა ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
საარჩევნო რეფორმის გატარება OSCE/ODIHR-ის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით ერთ-ერთია 12 პირობიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.

„არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ პოზიციები შევაჯერეთ... მათ შორის: ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებისთვის არსებული 2 ათასლარიანი ჯარიმა გაორმაგდეს და გახდეს 4 ათასი ლარი, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევაზე დაწესდეს შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ბოლო ორ საერთო არჩევნებში შერჩეული ადამიანი არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი“, – განაცხადა მიქანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფმა შეათანხმა საკითხი კომისიებში პარტიებისა და ცესკოს მიერ დანიშნული ყველა წარმომადგენლის სერტიფიცირების შესახებ.
წინასწარი შეთანხმებით, საარჩევნო კოდექსში შესწორებების საბოლოო ვარიანტი პარლამენტში 21 სექტემბრისთვის უნდა იყოს წარდგენილი.
ევროდეპუტატებმა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას 12 პუნქტზე ერთად მუშაობისკენ მოუწოდეს>>
სამუშაო ჯგუფში მხოლოდ ოთხი ოპოზიციური პარტია მონაწილეობს. დანარჩენი პოლიტიკური ძალები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო პრობლემატიკაზე მუშაობენ, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებენ.
ყველა ახალი ამბავი
0