https://sputnik-georgia.com/20220826/rawasi-gemofesti-daiwyo-269796023.html
რაჭაში გასტრონომიული ფესტივალი დაიწყო
რაჭაში გასტრონომიული ფესტივალი დაიწყო
Sputnik საქართველო
ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება აქვთ გასინჯონ რაჭული, ლეჩხუმური და სვანური კერძები. 26.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-26T20:47+0400
2022-08-26T20:47+0400
2022-08-26T22:17+0400
რაჭა-ლეჩხუმი
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23965/64/239656494_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_bccdba4a6207032ece9e2e7509a49502.jpg
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. რაჭაში, ამბროლაურში ფესტივალი „გემო ფესტი“ დაიწყო, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ტარდება.პროექტის მიზანი რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრო-ტურიზმის განვითარებაა.ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება აქვთ გასინჯონ რაჭული, ლეჩხუმური და სვანური კერძები. ფესტივალზე წარმოდგენილია ადგილობრივი ღვინო, სამეწარმეო ბაზარი, მუსიკალური და გასართობი სივრცეები.ფესტივალის მონაწილეების მოძიებასა და მომზადებაში ჩართული არიან სოფლის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია და გასტრონომიული ასოციაციები.ფესტივალი ამბროლაურში კოსტავას ქუჩაზე მდებარე პარკში დღეს და ხვალ გაიმართება.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23965/64/239656494_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_f1237f57ff2c8b7159ea07342f45bd86.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რაჭა-ლეჩხუმი , ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
რაჭა-ლეჩხუმი , ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
რაჭაში გასტრონომიული ფესტივალი დაიწყო
20:47 26.08.2022 (განახლებულია: 22:17 26.08.2022) ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება აქვთ გასინჯონ რაჭული, ლეჩხუმური და სვანური კერძები.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. რაჭაში, ამბროლაურში ფესტივალი „გემო ფესტი“ დაიწყო, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ტარდება.
პროექტის მიზანი რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრო-ტურიზმის განვითარებაა.
„ჩვენი მრავალფეროვანი გასტრონომია, რომლითაც ასე ვამაყობთ, აუცილებლად უნდა ვაქციოთ ჩვენს უპირატესობად და ერთ-ერთ კონკურენტუნარიან ტურისტულ პროდუქტად. „გემო ფესტი“ ჩვენი ახალი პროექტია. ეს ფესტივალი წელს პირველად რაჭაში ტარდება, თუმცა ის ყოველწლიურად გაიმართება მთელი საქართველოს მასშტაბით“, – თქვა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება აქვთ გასინჯონ რაჭული, ლეჩხუმური და სვანური კერძები. ფესტივალზე წარმოდგენილია ადგილობრივი ღვინო, სამეწარმეო ბაზარი, მუსიკალური და გასართობი სივრცეები.
ფესტივალის მონაწილეების მოძიებასა და მომზადებაში ჩართული არიან სოფლის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია და გასტრონომიული ასოციაციები.
ფესტივალი ამბროლაურში კოსტავას ქუჩაზე მდებარე პარკში დღეს და ხვალ გაიმართება.