ქართველმა მამაკაცმა თურქეთში ორი ადამიანი მოკლა და მერე თავი მოიკლა - გაირკვა დეტალები

© AP Photo / Burhan Ozbiliciთურქეთის პოლიცია
თურქეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2022
გამოწერა
სამივე დაღუპული თურქეთში ჩაის პლანტაციაში მუშაობდა.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოქალაქემ თურქეთში თავისი ცოლი და კიდევ ერთი ქართველი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ტელეარხის ცნობით, შემთხვევა ართვინის პროვინციაში მოხდა. თურქული მასმედიის ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი დანით მოკლა, ხოლო მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მომხდარის შემდეგ ის საქართველო–თურქეთის საზღვრისკენ ტაქსით გაემგზავრა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თავი მაშინ მოიკლა, როდესაც ქალაქ ქემალფაშასთან პოლიციამ ტაქსის გაჩერება მოითხოვა.
სამივე გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე იყო. ისინი თურქეთში ჩაის პლანტაციაში მუშაობდნენ.
მომხდართან დაკავშირებით თურქეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0