Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„პანიკურმა შეტევებმა იკლო... პრეპარატები დამჭირდა“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი

© courtesy of Maiko Kachkachishviliმაიკო კაჭკაჭიშვილი
მაიკო კაჭკაჭიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2022
გამოწერა
კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილისთვის ბოლო პერიოდი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სირთულეების გარდა, რომელმაც ხელოვანი ადამიანები განსაკუთრებით დააზარალა, მის ცხოვრებაში ორი ტრაგიკული მოვლენა მოხდა – მანამდე დეპრესიისკენ ნაკლებად მიდრეკილს, მას შემდეგ, რაც ბებია და ბიძა ერთი კვირის განმავლობაში გარდაეცვალა, მენტალური პრობლემები შეექმნა. გარკვეული დროის შემდეგ მან ფსიქიატრისთვის მიმართვა გადაწყვიტა.
დღეს თავს უკეთ გრძნობს და ამ განვლილი მძიმე დღეების შესახებ fortuna.ge-ს საინტერესოდ და გულწრფელად ესაუბრა.
თამთა ჭელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
ყვითელი ამბები
„15 წელი გრძელდებოდა“ – თამთა ჭელიძემ ჯაბა კილაძესთან დაშორების შემდეგ დეპრესია დაამარცხა

„კოვიდ-პანდემიის შემდეგ, რა დროსაც გამზრდელი ბებო და ბიძა ერთი კვირის განმავლობაში გარდამეცვალა, დამეწყო ფსიქიკური პრობლემები. არავისთან მქონდა კონტაქტი. ოთახში ჩავიკეტე. დიდხანს გაიწელა ეს ყველაფერი და ბოლოს მივმართე ფსიქიატრს. ორი წელი შესრულდება, რაც ეს მძიმე პერიოდი დაიწყო. ყველა მეგობარს, ვინც კი გამაჩნდა, ჩემით ჩამოვაფარე ფარდები, განვმარტოვდი. აღარავინ მინდოდა. ექიმმა დამისვა დიაგნოზი – დეპრესიული შფოთვა. უკვე ვთქვი ის მიზეზი, რის გამოც ეს დამემართა. ახლაც არ ვარ ბოლომდე გამკლავებული. ბებიაჩემის ბალიში დღემდე მიდევს ლოგინზე. ექიმმა მითხრა, ლოგინიდან აიღეო, მაგრამ ვერ შევძელი“, – ამბობს კომპოზიტორი.

მისი თქმით, დიდი ბრძოლები აქვს, თუმცა პანიკურმა შეტევებმა იკლო. ამასთან გასამკლავებლად კი პრეპარატებიც კი დასჭირდა, მაგრამ ეს არ არის ფსიქოტროპული მედიკამენტები.

„ოჯახის წევრებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ როგორც კი გარეთ გადიოდნენ, მიპყრობდა შიშები, რომ მაინცდამაინც ის მეტროს სადგური თუ გაჩერება უნდა აფეთქებულიყო, სადაც ჩემი ტყუპები იმყოფებოდნენ. ინტერნეტში სულ ვეძებდი ასეთ ინფორმაციას და დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე მოხდებოდა. ამხელა ბრძოლასა და შიშებში ვიყავი, მაგრამ მეტ-ნაკლებად უკვე გამიარა“, – ამბობს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0