„გაიხადეთ და იმუშავეთ“ - ბელარუსის პრეზიდენტის რჩევა ევროკავშირს

© Telegram / Пул первогоსპორტული ტანსაცმელი
სპორტული ტანსაცმელი  - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2022
გამოწერა
ბელარუსის ლიდერის აზრით, მსოფლიო უწინდელი აღარ იქნება – ახლა მისი „გადაფორმატირება“ მიდის.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ევროპის მომავალი მხოლოდ ბელარუსთან ერთად არის შესაძლებელი, განაცხადა სახელმწიფოს ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
პრეზიდენტი პარასკევს მინსკის მექანიკურ ქარხანას ეწვია, რომელსაც ჰოლდინგი „ბელომო“ მართავს, იუწყება Sputnik–ბელარუსი.
ჟურნალისტებთან საუბრისას ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ აქამდე რუსეთი ევროპას გაზს, როგორც შეეძლო, ნახევარ ფასში აწვდიდა, ახლა კი ეს შეუძლებელია.

„ახლა ეს „სისულელეები“ დამთავრდა. უფრო მეტიც, კარგად „ჩავდეთ“ ინვესტიცია ამ უკრაინულ ავანტიურაში. პანდემია, ლოკდაუნი, ვერტმფრენიდან ფულის გაფანტვა. ახლა ეს ყველაფერი ამოტივტივდება“, – აღნიშნა მან.

ლუკაშენკო მსოფლიო კრიზისის თემასაც შეეხო. მისი თქმით, ევროპელები ახლა ვეღარ შეძლებენ ფუფუნებაში ცხოვრებას, რადგან ბევრი გადასახადი ექნებათ.
„ახლა უნდა გავიხადოთ და ვიშრომოთ... მსოფლიოს „გადაფორმატება" მიდის. ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება", – აღნიშნა ბელარუსის ლიდერმა.
მისი თქმით, ევროკავშირის მომავალი მხოლოდ ბელარუსთან და რუსეთთან თანამშრომლობაშია.
ყველა ახალი ამბავი
0