საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო - ცესკოს თავმჯდომარე

© CEC of Georgiaგიორგი კალანდარიშვილი
გიორგი კალანდარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ კონკურსში ხელახლა მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას „პრეზიდენტის მხრიდან შესაბამისი განცხადების შემდეგ და გარემოებების ანალიზის შედეგად“ მიიღებს.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, არ წარედგინა პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა, პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ცესკოს მოქმედმა თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა უკვე ორჯერ ვერ მოიპოვა პარლამენტის წევრთა ხმების 2/3, რაც საჭიროა აღნიშნულ თანამდებობაზე 5 წლის ვადით ასარჩევად. კანონის მიხედვით, ხელახლა კენჭისყრისას საკმარისია უბრალო უმრავლესობა, მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა ექვს თვეს შეადგენს. კალანდარიშვილის მეორე ვადა აგვისტოში იწურება.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთებული განმარტებიდან იკითხებოდა, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ აპელირება კეთდებოდა ფართო კონსენსუსის არარსებობაზე“, – განუცხადა კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს.

მან ასევე არალოგიკური უწოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ფართო კონსენსუსის შესაძლო არარსებობის შესახებ იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა მის პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე.
„კონსენსუსის საკითხი წყდება საკანონმდებლო ორგანოში... ეს შესაძლებლობა, სამწუხაროდ, არ მომეცა“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას კონკურსში იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ არცერთ კანდიდატურას, კალანდარიშვილმა უპასუხა, რომ გადაწყვეტილებას „პრეზიდენტის მხრიდან შესაბამისი განცხადების შემდეგ და გარემოებების ანალიზის შედეგად“ მიიღებს.
პაპუაშვილი: პრეზიდენტის მიერ გიორგი კალანდარიშვილის არწარდგენა რადიკალების წახალისებაა>>
ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობაზე წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან პარლამენტს დასამტკიცებლად თამარ ალფაიძის (ლექტორი და სახელმძღვანელოების ავტორი იურისპრუდენციაში) და რევაზ ეგაძის (ცესკოს სწავლების მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი) კანდიდატურები წარუდგინა.
ზურაბიშვილის თქმით, მისი გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართვის ხელშეწყობას, ცესკოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენას.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნეიტრალური სტატუსი დაკარგა და მიკერძოებული გახდა – ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
ყველა ახალი ამბავი
0