ნივრის კოქტეილი და მისი საოცარი შედეგები

CC BY 2.0 / shrk / garlicნიორი
ნიორი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, გინდათ წონაში დაკლება და სისხლის გაწმენდა ქოლესტერინისგან, მაშინ გააკეთეთ ეს კოქტეილი და შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.
ინგრედიენტები:
ნივრის 10-11 კბილი
ნახევარი ლიტრი წითელი ღვინო
მომზადების წესი:
დაჭერით ნივრის კბილები და ჩააწყვეთ ქილაში (ერთლიტრიანი ქილა საკმარისია). დაასხით ღვინო, დაახურეთ ხუფი მჭიდროდ და დატოვეთ ორი კვირით თბილ და განათებულ ადგილზე.
ნივრის ყვავილობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2016
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ნიორი
ორი კვირის შემდეგ მიღებული სითხე გადაწურეთ და გადაასხით მუქი ფერის ბოთლში. მიიღეთ დღეში სამჯერ, 1 სუფრის კოვზის ოდენობით. ხანგრძლივობა — ერთი თვე. შემდეგ შეისვენეთ 4-5 თვე და გაიმეორეთ კურსი.
რა სიკეთე მოაქვს ორგანიზმისთვის ამ სამკურნალო სასმელს:
• არის ანთების საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალება
• გამოაქვს ტოქსინები სისხლიდან
• შლის მარილების დაგროვებას
• ამაღლებს მეტაბოლიზმს და წვავს ცხიმებს
• ზრდის ენერგიას და ამაღლებს ცხოვრებისეულ ტონუსს.
გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ყველა ახალი ამბავი
0