საქართველოში შესაძლოა ცხოველებზე ნადირობის ლიცენზიები გასცენ

© Pixabay / sluehr3gსანადირო თოფი
სანადირო თოფი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
ახალმა კანონპროექტმა ნადირობის შესახებ გარკვეული რეგულაციები უნდა დანერგოს.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე ქვეყანაში ცხოველებზე ნადირობისთვის ლიცენზიების გაცემის შესახებ, განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა მაია ჩხობაძემ.
საქართველოში ცხოველებზე ნადირობა კანონით აკრძალულია, დაშვებულია მხოლოდ ფრინველებზე ნადირობა წლის გარკვეულ პერიოდში.

„ეს იქნება ცალკე პროექტი და ასეთი არ ყოფილა აქამდე. ნადირობის საკითხები მოწესრიგებული იყო ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონით და ახლა, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცალკე კანონის სახით ჩამოყალიბდება“, – განაცხადა ჩხობაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, კანონპროექტს ჯერ უწყებაში განიხილავენ, შემდეგ ის საჯარო გახდება, ხოლო საჯარო განხილვების მერე ის პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.
„რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტის მიზანია უფრო მოაწესრიგოს ნადირობა, მათ შორის, საზოგადოებრივი სავარგულების შემოტანით და გარკვეული რეგულაციების დანერგვით“, – განაცხადა ჩხობაძემ.
საქართველოში ნადირობის სეზონი 27 აგვისტოს გაიხსნება>>
უკანონო ნადირობის ფაქტების შესახებ მოქალაქეებს შეუძლიათ „ცხელ ხაზზე“ დარეკვა – 153. ზარი უფასოა. ანონიმურობა განატირებულია.
ყველა ახალი ამბავი
0