https://sputnik-georgia.com/20220804/saqartveloshi-nadirobis-sezoni-27-agvistos-gaixsneba-269187618.html
საქართველოში ნადირობის სეზონი 27 აგვისტოს გაიხსნება
საქართველოში ნადირობის სეზონი 27 აგვისტოს გაიხსნება
Sputnik საქართველო
ნადირობისთვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები. 04.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-04T15:40+0400
2022-08-04T15:40+0400
2022-08-04T19:29+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/02/250231421_0:167:1600:1067_1920x0_80_0_0_6e1cc83629ba63f8d50dd74d775c6e73.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 27 აგვისტოს გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.სამინისტრო მონადირეებს იმ წესებს შეახსენებს, რომლებიც მათ უნდა დაიცვან:უწყების ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით ნადირობის სეზონის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153. ზარი უფასოა და ანონიმურობა დაცულია.ნადირობის წესების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/02/250231421_0:115:1270:1067_1920x0_80_0_0_3e747f65dd86ae2cc45b0557ce7b780d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ნადირობის სეზონი 27 აგვისტოს გაიხსნება
15:40 04.08.2022 (განახლებულია: 19:29 04.08.2022) ნადირობისთვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 27 აგვისტოს გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
განცხადებაში.
სამინისტრო მონადირეებს იმ წესებს შეახსენებს, რომლებიც მათ უნდა დაიცვან:
ნადირობამდე პირმა უნდა გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი);
შვიდი დღის განმავლობაში (გადახდის დღის ჩათვლით) ნადირობის შემთხვევაში ნადირობის მსურველმა თან უნდა იქონიოს აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით;
ნადირობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თუ აღნიშნული მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება, პირს აქვს უფლება გადამფრენ ფრინველებზე ინადიროს აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომავალი წლის 1 მარტამდე პერიოდში.
მოსაკრებლის გადახდა საქართველოში არსებულ ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.
უწყების ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით ნადირობის სეზონის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.
კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153. ზარი უფასოა და ანონიმურობა დაცულია.
ნადირობის წესების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია
ბმულზე.