https://sputnik-georgia.com/20220824/sagangebo-situaciebis-martvis-samsaxuri-mosaxleobas-afrtxilebs-269740080.html
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
Sputnik საქართველო
საქართველოში 28 აგვისტომდე ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 24.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-24T17:46+0400
2022-08-24T17:46+0400
2022-08-24T22:27+0400
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23709/80/237098088_19:0:2031:1132_1920x0_80_0_0_df06d9cb411025c1fa6f5febe7a50796.jpg
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქვეყნის ტერიტორიაზე ტყის ხანძრების პრევენციის და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით საზოგადოებას მოუწოდებს, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, ასევე არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.უწყებაში განაცხადეს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.გარდა ამისა, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიც არის მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო ზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს.უწყებაში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, ამიტომ მოუწოდებენ, ნუ დაანაგვიანებენ გარემოს და ნუ შეუწყობენ ხელს ტყის ხანძრების გაჩენას.არ დაწვათ მცენარეული ნარჩენები - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაფრთხილება>>ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მიმართავს, რომ დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23709/80/237098088_270:0:1779:1132_1920x0_80_0_0_86908f258f1fd07bae127be4028fcdc5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
17:46 24.08.2022 (განახლებულია: 22:27 24.08.2022) საქართველოში 28 აგვისტომდე ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქვეყნის ტერიტორიაზე ტყის ხანძრების პრევენციის და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით საზოგადოებას მოუწოდებს, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, ასევე არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.
უწყებაში განაცხადეს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
გარდა ამისა, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიც არის მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო ზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს.
უწყებაში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, ამიტომ მოუწოდებენ, ნუ დაანაგვიანებენ გარემოს და ნუ შეუწყობენ ხელს ტყის ხანძრების გაჩენას.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მიმართავს, რომ დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.