არ დაწვათ მცენარეული ნარჩენები - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაფრთხილება

© Pixabay / Natalia_Kollegovaხანძარი მოსავლის აღების შემდეგ
ხანძარი მოსავლის აღების შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენების დაწვა კანონით იკრძალება.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენების გადაწვის მავნე პრაქტიკა, რომელსაც ფერმერები დღემდე იყენებენ, საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მცენარეული ნარჩენების დაწვა იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ – ნიადაგის დეგრადაციას.
ამასთან, ფერმერებისგან გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას და იწვევს გაუდაბნოებას.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს>>
დეპარტამენტის ცნობით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენების დაწვა კანონით აკრძალული ქმედებაა. სამართალდარღვევა, გარემოებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს 500-დან 1.300 ლარამდე ჯარიმას, რასაც გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება.
სტატისტიკის მიხედვით, ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრების გამო ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაფარი ზოლია განადგურებული.
ყველა ახალი ამბავი
0