საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerხანძარი, დაკვამლიანება
ხანძარი, დაკვამლიანება - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გამოწერა
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, განაცხადეს უწყებაში.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსალოდნელი ხანძრების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
უწყების ცნობით, მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყება მოსახლეობას ასევე აფრთხილებს, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლია, შესაბამისად, არ დაანაგვიანონ გარემო.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი მოსახლეობამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.
ყველა ახალი ამბავი
0