მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლუკაშენკომ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2022
გამოწერა
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი წინააღმდეგობები ვერ დაანგრევს ორი ქვეყნის ხალხებს შორის გულწრფელი და კეთილმეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან საფუძველს. ბელარუსი მომავალშიც დაუჭერს მხარს თანხმობის შენარჩუნებას, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული მეგობრული კონტაქტების განვითარებას“, — ნათქვამია ლუკაშენკოს მილოცვაში.

ბელარუსის პრეზიდენტმა უკრაინელებს „მშვიდობიანი ცა, ტოლერანტობა, გამბედაობა, ძალა და წარმატებები“ უსურვა „ღირსეული ცხოვრების აღდგენაში".
დასავლეთის ქვეყნები ბელარუსს უკრაინაში მიმდინარე „სამხედრო სპეცოპერაციაში“ რუსეთის არმიისთვის ირიბ ან პირდაპირ დახმარებაში ადანაშაულებენ. მაისში ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი არ აპირებდა მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, მაგრამ ივლისში დაადასტურა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინას ბელარუსის ტერიტორიიდან შეუტია. ამასთან, ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინაზე თავდასხმის სურვილი არ აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0