https://sputnik-georgia.com/20220824/isfed-sisxlis-samartlis-saqme-kalaze-269740965.html
„დღესაც არ არის გვიან“ - ISFED-ის წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღძრან
„დღესაც არ არის გვიან“ - ISFED-ის წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღძრან
Sputnik საქართველო
საუბარია არჩევნების დროს ხმების პარალელური დათვლის მცდარ შედეგებზე. 24.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-24T18:23+0400
2022-08-24T18:23+0400
2022-08-24T22:41+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397687_0:62:1282:783_1920x0_80_0_0_654c3007beef62d74e37f55ea9c0c552.jpg
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მოქმედებებით.საუბარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების პარალელური დათვლის მცდარ შედეგებზე. კალაძის თქმით, ორგანიზაცია შედეგების გაყალბებით იყო დაკავებული და მიზანმიმართულად ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს იყო რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელსაც ოპოზიცია ამზადებდა, დაამატა კალაძემ.„ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა პარლამენტში ISFED-ის მიწვევაზე იმ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელსაც საარჩევნო კოდექსში შესწორებების შეტანის საკითხები უნდა განეხილა. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესში ჩართვას შეძლებს მხოლოდ ნეიტრალიტეტის პირობით, ხოლო არასამთავრობოებმა ეს უფლება დაკარგეს, როცა პრემიერისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.აშშ-ის რეაქციააშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ სრულად ენდობა ISFED-ს და მას არჩვენების მონიტორინგის საქმეში ძალზე პატივცემული და გამოცდილი ორგანიზაცია უწოდა.უფრო ადრე აშშ-ის საელჩოში განაცხადეს, რომ ISFED-სთვის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და გამოცდილი ორგანიზაციისთვის უარის თქმა სამუშაო პროცესში მონაწილეობაზე პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს.მმართველი პარტიისთვის საელჩოს განცხადება „შოკისმომგვრელი“ გახდა, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობაა, ამიტომ მათი ჩართვა სამუშაო პროცესში გამორიცხულია.ბრალდებების პასუხად ISFED-ის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა, რომ ორგანიზაცია მთავრობის გადადომის მოთხოვნას მიკერძოებულ პოზიციად არ მიიჩნევს. მან ასევე აღნიშნა, რომ „სამართლიან არჩევნებს“ არასდროს გამოუთქვამს სურვილი, მონაწილეობა მიეღო ტექნოკრატიული მთავრობის ფორმირებაში, როგორც ამას მმართველი პარტიის ცალკეული წარმომადგენლები აცხადებენ.არასამთავრობოებმა პოლიტიკური პარტიების სცენა არ უნდა დაიკავონ – თალაკვაძე>>ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომელიც ევროკომისიასთან ერთად აკვირდება პირობების შესრულებას, ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში, მათ შორის საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა.ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობა ასევე წარმოადგენს ევროკომისიის 12 პუნქტიდან ერთ-ერთ პირობას.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397687_70:0:1206:852_1920x0_80_0_0_90cee8aade27ccbdd1c5a5147bc420dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აშშ
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აშშ
„დღესაც არ არის გვიან“ - ISFED-ის წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღძრან
18:23 24.08.2022 (განახლებულია: 22:41 24.08.2022) საუბარია არჩევნების დროს ხმების პარალელური დათვლის მცდარ შედეგებზე.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მოქმედებებით.
საუბარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების პარალელური დათვლის მცდარ შედეგებზე. კალაძის თქმით, ორგანიზაცია შედეგების გაყალბებით იყო დაკავებული და მიზანმიმართულად ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
„ეს იყო თაღლითობა. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყოლოდა ჩაღრმავება, კიდევ უფრო დეტალებში ჩასვლა, აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და პასუხი უნდა მოეთხოვათ ყველასთვის. მხოლოდ ხელმძღვანელის გადადგომით შემოიფარგლა ამ საქმის ჩახურვა, რაც არ მიმაჩნია სწორად. დღესაც არ არის გვიან“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს იყო რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელსაც ოპოზიცია ამზადებდა, დაამატა კალაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა პარლამენტში ISFED-ის მიწვევაზე იმ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელსაც საარჩევნო კოდექსში შესწორებების შეტანის საკითხები უნდა განეხილა. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესში ჩართვას შეძლებს მხოლოდ ნეიტრალიტეტის პირობით, ხოლო არასამთავრობოებმა ეს უფლება დაკარგეს, როცა პრემიერისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ სრულად ენდობა ISFED-ს და მას არჩვენების მონიტორინგის საქმეში ძალზე პატივცემული და გამოცდილი ორგანიზაცია უწოდა.
„როგორც კი შეცდომა დადასტურებული და იდენტიფიცირებული იქნა, საზოგადოების ინფორმირება მოხდა საჯაროდ და ხალხს მიეცა შესაძლებლობა, გაეგო რა მოხდა. ეს იყო სტატისტიკურად უმნიშვნელო ფაქტორი და ამის შესახებაც მკაფიოდ იქნა ნათქვამი. ვფიქრობ, ეს არის რეალობის არასწორად წარმოჩინება, როდესაც ცხადდება, თითქოს ეს იყო მიზანმიმართული, ან იყო რაღაც რევოლუციური სქემა“, – განაცხადა დეგნანმა.
უფრო ადრე აშშ-ის საელჩოში განაცხადეს, რომ ISFED-სთვის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და გამოცდილი ორგანიზაციისთვის უარის თქმა სამუშაო პროცესში მონაწილეობაზე პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს.
მმართველი პარტიისთვის საელჩოს განცხადება „შოკისმომგვრელი“ გახდა, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობაა, ამიტომ მათი ჩართვა სამუშაო პროცესში გამორიცხულია.
ბრალდებების პასუხად ISFED-ის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა, რომ ორგანიზაცია მთავრობის გადადომის მოთხოვნას მიკერძოებულ პოზიციად არ მიიჩნევს. მან ასევე აღნიშნა, რომ „სამართლიან არჩევნებს“ არასდროს გამოუთქვამს სურვილი, მონაწილეობა მიეღო ტექნოკრატიული მთავრობის ფორმირებაში, როგორც ამას მმართველი პარტიის ცალკეული წარმომადგენლები აცხადებენ.
ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომელიც ევროკომისიასთან ერთად აკვირდება პირობების შესრულებას, ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში, მათ შორის საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობა ასევე წარმოადგენს ევროკომისიის 12 პუნქტიდან ერთ-ერთ პირობას.