მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უძლიერესი გვალვა ჩინეთის ისტორიაში: მდინარე იანძიში წყალი შრება - ფოტო

© AFP 2024 / Noel Celis
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2022
გამოწერა
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. პაპანაქება სიცხისა და მცირე ნალექის გამო ჩინეთში ახლა ისტორიაში ყველაზე საშინელი გვალვაა, ასეთი სიცხეები, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება, იუწყება BBC.
გავრცელებული ინფორმაციით, გვალვის გამო ჩინეთის ყველაზე გრძელ მდინარე იანძიში წყლის დონემ იმდენად მკვეთრად დაიწია, რომ მასზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურებს ენერგიის გამომუშავება უჭირთ. შესაბამისად, ხელისუფლებას გადაუდებელი ზომების მიღება მოუწია: დაიხურა მრავალი საწარმო, მაღაზიების სამუშაო საათები შემცირდა, ხოლო ოფისებში კონდიციონერები გამორთეს.
გარდა ამისა, იანძის ნაპირებზე გაშენებულ დიდ ქალაქებში – შანხაისა და ლუჩჟოუში ღამით გარე განათებას აღარ რთავენ.
ჩინეთის წყლის რესურსების სამინისტროს ცნობით, ზაფხულის ნალექის დონე მდინარე იანძის აუზში ყველაზე დაბალია 1961 წლის შემდეგ. ხოლო კლიმატის ეროვნული ცენტრის ცნობით, სიცხის რეგიონულმა მაჩვენებლებმა ასევე მოხსნა ყველა რეკორდი.
მდინარეების დაშრობის გამო ზოგ რაიონში პრობლემები შეიქმნა სასმელი წყლის კუთხითაც. ჩინეთის ხელისუფლებას სამი წყალსაცავის გახსნა და მოსახლეობის იქიდან მომარაგება მოუხდა.
ამასთან ერთად აღინიშნება, რომ გვალვამ უკვე გაანადგურა ნათესები ათასობით ჰექტარზე, რაც მოსახლეობას საკვები პროდუქტების დეფიციტით ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0