ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან

© Press service of Rostech Corporations  / გადასვლა მედიაბანკშიტყის ხანძრის ქრობა თურქეთში
ტყის ხანძრის ქრობა თურქეთში - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2022
გამოწერა
ამ დროისათვის სხვადასხვა სამუშაოში ჩართულია დაახლოებით 1.200 ადამიანი.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სპეციალური სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. კლდოვანი და მიუწვდომელი რელიეფი ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს.
შსს-ს განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, დილიდან კი მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო ადგილზე ისევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია.
საერთაშორისო დახმარების ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტში დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის რვატონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი. დღესვე ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება.
გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ასევე ჩაერთვება რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი.
ხანძრის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
ასევე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით გრძელდება ხანძრის მონიტორინგი.
ადგილზე მუშაობას განაგრძობს ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.
ყველა ახალი ამბავი
0