Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მე ის საყვარელი მოხუცი მეგონა“- რობი უილიამსმა და ბარბარა სტრეიზანდმა ერთმანეთი ვერ იცნეს

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშირობი უილიამსი
რობი უილიამსი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
ბარბრა სტრეიზანდი და რობი უილიამსი ერთმანეთს შემთხვევით ტაიტიზე დასვენების დროს შეხვდნენ და კომიკურ სიტუაციაშიც აღმოჩნდნენ.
48 წლის რობის 80 წლის ბარბრა მეგობარმა გააცნო, თუმცა უილიამსმა ლეგენდარული, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი ვერ იცნო. თავის მხრივ, რობის ვინაობის დადგენა ვერც ბარბრამ მოახერხა, მეტიც, სტრეიზანდს ის ფეხბურთელი ეგონა. კურიოზული სიტუაციის შესახებ რობიმ BBC Radio 5-ის ეთერში მოყვა.
ბარბარა სტრეიზანდის სამი ბინადარი ლეკვი - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2018
საყვარელი ძაღლის სახსოვრად: ბარბარა სტრეიზანდს კლონირებული ლეკვები ჰყავს
„მე ის საყვარელი მოხუცი მეგონა, გვერდიგვერდ ვისხედით და მე ის ვერ ვიცანი. როცა გავიგე, თუ ვინ იყო, წამოვიყვირე, ოჰ, არა!“ – გაიხსენა რობი უილიამსმა.
„ბარბარას არცნობა როგორ შეიძლებოდა“, „კიდევ კარგი, რომ ვერც ბარბრამ გიცნო“, „ძალიან მაგარი კურიოზული სიტუაციაა“, – წერენ კომენტარებში.
ყველა ახალი ამბავი
0