საყვარელი ძაღლის სახსოვრად: ბარბარა სტრეიზანდს კლონირებული ლეკვები ჰყავს

© FB / Barbra Streisandბარბარა სტრეიზანდის სამი ბინადარი ლეკვი
ბარბარა სტრეიზანდის სამი ბინადარი ლეკვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელი ვარსკვლავის თქმით, მისი სამი ძაღლიდან ორი შარშან გარდაცვლილი 14 წლის კოტონ-დე-ტულეარის ჯიშის ძაღლის სამანტას კლონია.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ამერიკელმა მსახიობმა, რეჟისორმა, პროდიუსერმა და მომღერალმა ბარბარა სტრეიზანდმა აღიარა, რომ გასულ წელს საყვარელი ძაღლი გარდაეცვალა და ახლა შინ მისი კლონი ჰყავს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ჟურნალ Variety-ზე დაყრდნობით.

მომღერალმა ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი სამი ძაღლიდან ორი შარშან გარდაცვლილი 14 წლის კოტონ-დე-ტულეარის ჯიშის ძაღლის სამანტას კლონია.

„ისინი განსხვავებული ბუნებისანი არიან. ველოდები, როდის გაიზრდებიან, რომ ვნახო, აქვთ თუ არა მათ [სამანტას] თვალები და სერიოზულობა“, — თქვა სტრეიზანდმა.

როგორც მსახიობმა განმარტა, კლონირებისთვის საჭირო უჯრედები სამანტას სიკვდილის წინ პირიდან და კუჭიდან აუღეს.

Variety წერს, რომ ბარბარა სტრეიზანდმა კლონირებულ ლეკვებს სხვადასხვა ფერის — წითელი და იისფერი სამოსი ჩააცვა, რათა ერთმანეთისგან განასხვავოს ისინი. სწორედ ამ ფერებიდან გამომდინარე შეარქვა სახელებიც: მის სკარლეტი და მის ვაიოლეტი.

ყველა ახალი ამბავი
0