საკუთარ თავში ნაპოვნი ბავშვი და გულზე დაბნეული ბავშვობა

© courtesy of Mariam Tavadzeმარიამ თავაძე
მარიამ თავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
„ბავშვობაში სულ მინდოდა თოჯინებით თამაში, მაგრამ დედა ამისთვის ცოტა დროს მაძლევდა, მეუბნებოდა, შენი თოჯინები წიგნებიაო. ამიტომ ვიყავით ასე: მე – წიგნებთან, თოჯინები – თაროზე“.
მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და თავისი ბავშვური ოცნება უკვე ზრდასრულმა აისრულა. დღეს მის თოჯინა-ბროშებს მარტო საქართველოში არ იცნობენ, შეკვეთებს ძირითადად უცხოეთიდან იღებს. საუბარია მარიამ თავაძეზე, რომელიც პროფესიით გარემოს დამცველია.
© photo: courtesy of Fairyland Dollsმარიამ თავაძე
მარიამ თავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
მარიამ თავაძე
- ქალბატონო მარიამ, ბავშვურმა ოცნებამ დიდობაში იჩინა თავი?
- ასე გამოდის, თოჯინების მიმართ ამ სიყვარულმა და მათთან თამაშის დაუკმაყოფილებლობის გრძნობამ, როგორც ჩანს, დიდობაში იჩინა თავი და პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში ამ ფორმით "თამაში" დავიწყე. არანაირი სპეციალური განათლება არ მაქვს მიღებული ხელოვნების დარგში. ეს საქმე უზომო ბედნიერებას მანიჭებს და ავსებს ჩემს ცხოვრებას, თითქოს რეალობიდან გაქცევა და ბავშვობაში დაბრუნებაა. პირველი თოჯინა იყო ჩემი მეუღლე, რომელსაც ის დაბადების დღის საჩუქრად გავუკეთე. როცა თავისი თოჯინური ორეული დაინახა, გაოცდა, მაგრამ დიდად არ აღფრთოვანებულა. მერე ამას სხვა თოჯინებიც მოჰყვა.
© photo: courtesy of Fairyland Dollsმარიამ თავაძე
მარიამ თავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
მარიამ თავაძე
- შემდეგ თოჯინების ზომა დაპატარავდა და ისინი ბროშებად იქცნენ...
- ჩემი თოჯინა–ბროშების დამკვეთები როგორც ზრდასრული ქალბატონები, ასევე ახალგაზრდა გოგონები არიან. თავიდან ბროშებს მხოლოდ ჩემთვის ვაკეთებდი და მეგობრების წრეში თავს ვიწონებდი. ბოლო დროს, როცა დაინტერესება უცხოეთიდანაც გაჩნდა, შეკვეთებზე მუშაობა დავიწყე. ასე რომ, ჩემი თოჯინა–ბროშები ძირითადად საზღვარგარეთ იყიდება. ჩემი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით მიყვარს ტყუპი და-ძმა, მზის შვილები (ბავშვები დაუნის სინდრომით), რადგან მათგან საოცრად დიდი სითბო მოდის... თითო ბროშს ოთხ-ხუთ დღეს ვანდომებ. თოჯინას კი თვე-ნახევარი სჭირდება.
© photo: courtesy of Fairyland Dollsმარიამ თავაძის ნამუშევარი
მარიამ თავაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
მარიამ თავაძის ნამუშევარი
- ვინ დაგეხმარათ, რომ ბავშვობაში დაბრუნებისთვის ეს გზა გეპოვნათ?
- ჩემი ბავშვობის ამ გზის პოვნაში ქალბატონები ნანა ყაულაშვილი და იულია სოროკინა დამეხმარნენ, ამისთვის მათი მადლიერი ვარ. საერთოდ ყველა ადამიანში ცხოვრობს ბავშვი, ეს "შინაგანი ბავშვი“ ადამიანის ზრდასთან ერთად მივიწყებულია და სადღაც კუთხეშია. არადა, ის ჩვენი პიროვნების ძალიან ღირებული ნაწილია. სულ მინდა, რომ ეს ბავშვი მოვძებნო, გარეთ გამოვიყვანო და თქვენ გულზე დაგაბნიოთ.
© photo: courtesy of Fairyland Dollsმარიამ თავაძის ნამუშევრები
მარიამ თავაძის ნამუშევრები - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
მარიამ თავაძის ნამუშევრები
- როგორია ბავშვი, რომელიც თქვენშია?
- „ჩემი შინაგანი ბავშვი" ძალიან მხიარული და მოსიყვარულეა. ის სამყაროს უკეთ აღქმაში მეხმარება და ჩემი ინტუიციისა და გულწრფელი გრძნობების წყაროა. ჩვენი ფსიქიკის ეს "ბავშვური ნაწილი“ საშუალებას მაძლევს, რომ სიხარული, სიამოვნება და შემოქმედებითი აღმაფრენა განვიცადო...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0