ბათუმსა და ირანის რეშტს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

© photo: Sputnikთვითმფრინავი ბათუმის ცაზე
თვითმფრინავი ბათუმის ცაზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
რეისები კვირაში ერთხელ, ყოველ კვირა დღეს შესრულდება.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ირანული ავიაკომპანია Pars Air 28 აგვისტოდან დაიწყებს ჩარტერული რეისების შესრულებას ქალაქ რეშტსა და ბათუმს შორის, იუწყება გამოცემა Avianews.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი იანვარი–ივლისში 313.036 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 35,37%-ით მეტია. ზაფხულის სეზონზე ბათუმის აეროპორტში რეისებს 17 მიმართულებით 21 ავიაკომპანია ასრულებს.
Avianews კომპანია TAV Georgia-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბილეთები, სავარაუდოდ, ჰიბრიდულად გაიყიდება – ტურისტული სააგენტოებისა და თავად ავიაკომპანიის მეშვეობით.
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ თბილისისა და ბათუმის აეროპორტები წლის დასაწყისიდან>>
ბათუმი–რეშტი–ბათუმის პირდაპირი რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება. აჭარაში 25 სექტემბრამდე შეთანხმებული გრაფიკით ყოველ კვირა დღეს CRJ 200 ტიპის საჰაერო ხომალდი იფრენს.
Pars Air – კერძო ავიაკომპანიაა. ის ირანში პირველი საერთო რეგიონული ავიაკომპანიაა. მას სამი კანადური თვითმფრინავი CRJ200 გააჩნია, რომლებიც თავად კომპანიას ეკუთვნის.
ყველა ახალი ამბავი
0