https://sputnik-georgia.com/20220817/ramden-mgzavrs-moemsaxura-tbilisisa-da-batumis-aeroportebi-269539609.html
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ თბილისისა და ბათუმის აეროპორტები წლის დასაწყისიდან
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ თბილისისა და ბათუმის აეროპორტები წლის დასაწყისიდან
Sputnik საქართველო
დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 35 ავიაკომპანია ასრულებს. 17.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-17T16:44+0400
2022-08-17T16:44+0400
2022-08-17T20:54+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველო
თბილისი დღეს
ახალი ამბები
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24792/64/247926473_0:155:3000:1843_1920x0_80_0_0_f9aa9d75e7f2dc8a1ff8925d5cad22eb.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის იანვარი–ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1.515.988 მგზავრს მოემსახურა, რაც 121,56%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 35 ავიაკომპანია ასრულებს 38 მიმართულებით.რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ის იანვარი–ივლისში 313.036 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს 35,37%-ით აღემატება. ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 21 ავიაკომპანია 17 მიმართულებით დაფრინავს.თბილისის აეროპორტის განვითარების ახალი გეგმა 20 წელზე იქნება გათვლილი>>TAV Georgia – თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება.საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი. დღეისათვის TAV Georgia-ში დასაქმებულია 1.300 თანამშრომელი.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24792/64/247926473_168:0:2832:1998_1920x0_80_0_0_21799367bedf3235ae4b344d8c44bef0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველო, თბილისი დღეს, ახალი ამბები, ბათუმი
ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველო, თბილისი დღეს, ახალი ამბები, ბათუმი
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ თბილისისა და ბათუმის აეროპორტები წლის დასაწყისიდან
16:44 17.08.2022 (განახლებულია: 20:54 17.08.2022) დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 35 ავიაკომპანია ასრულებს.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის იანვარი–ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1.515.988 მგზავრს მოემსახურა, რაც 121,56%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 35 ავიაკომპანია ასრულებს 38 მიმართულებით.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ის იანვარი–ივლისში 313.036 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს 35,37%-ით აღემატება. ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 21 ავიაკომპანია 17 მიმართულებით დაფრინავს.
TAV Georgia – თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი. დღეისათვის TAV Georgia-ში დასაქმებულია 1.300 თანამშრომელი.