https://sputnik-georgia.com/20220823/aranairi-cxeli-semodgoma-ar-iqneba-levan-ioseliani-269714385.html
„არანაირი ცხელი შემოდგომა არ იქნება“ - ლევან იოსელიანი
„არანაირი ცხელი შემოდგომა არ იქნება“ - ლევან იოსელიანი
Sputnik საქართველო
პატარ-პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაცმოძრაობის“ დაშლას ელოდებიან, რათა მათი მომხრეების ნაწილი მიიმხრონ, მიაჩნია პარლამენტის ვიცე-სპიკერს
2022-08-23T19:36+0400
2022-08-23T19:36+0400
2022-08-23T22:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250968553_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_39d045ba8803bb91b05b428fa004be60.jpg
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ გამოცხადებული „ცხელი შემოდგომა“ ქვეყანაში არ მოხდება.შემოდგომაზე აქციების გამართვის შესახებ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ განაცხადეს. ოპოზიცია უკმაყოფილოა ხელისუფლების მუშაობით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად პირობების შესრულებაზე და აქციების მიზეზად სწორად ამას ასახელებს.მისი თქმით, ამას რეალურ პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.„არანაირი „ცხელი შემოდგომა” არ იქნება, უბრალოდ, ყველა ხვდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა” შეიძლება დაიშალოს და ეს გამოწვეული იქნება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით. უნდათ ამ დროისათვის მათი მომხრეების ნაწილი მიიმხრონ იმ რადიკალური დღის წესრიგით, რაც „ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებისთვის მისაღებია“, – განაცხადა იოსელიანმა.დეპუტატის განცხადებით, სწორედ ამისთვის მიდის სინამდვილეში ბრძოლა და არა სხვა რამისთვის, რადგან რამდენიმე პატარა პოლიტიკურ პარტიას არ აქვს იმის რესურსი, რომ ამ ქვეყანაში დიდი ცვლილებები გამოიწვიოს.ივლისის ბოლოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ტოვებს ქართულ პოლიტიკას და მის მიერ დაარსებულ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. გელბახიანის თქმით, ექს-პრეზიდენტს საერთოდ აღარ აინტერესებს ქართული პოლიტიკა, ახლა მთავარი მისი შველა და სიცოცხლის შენარჩუნებაა.სააკაშვილი, რომელიც სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის, სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ოჯახი, ადვოკატები და თანამებრძოლები მისი მკურნალობით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.დეპუტატი: „ნაცმოძრაობაში“ დიდი გაურკვევლობაა >>თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან და „ნაცმოძრაობიდან“ წასვლის თაობაზე ექს-პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებას დაცვის მხარის სტრატეგია უწოდა.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250968553_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_71c3b086519f2bb090e1f90a5b9d99f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ცხელი შემოდგომა ლევან იოსელიანი
ცხელი შემოდგომა ლევან იოსელიანი
„არანაირი ცხელი შემოდგომა არ იქნება“ - ლევან იოსელიანი
19:36 23.08.2022 (განახლებულია: 22:21 23.08.2022) პატარ-პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას ელოდებიან, რათა მათი მომხრეების ნაწილი გადაიბირონ, მიაჩნია პარლამენტის ვიცე-სპიკერს.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ გამოცხადებული „ცხელი შემოდგომა“ ქვეყანაში არ მოხდება.
შემოდგომაზე აქციების გამართვის შესახებ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ განაცხადეს. ოპოზიცია უკმაყოფილოა ხელისუფლების მუშაობით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად პირობების შესრულებაზე და აქციების მიზეზად სწორად ამას ასახელებს.
„რაც შეეხება „ცხელ შემოდგომას”, რეალურად რასთან გვაქვს საქმე: პატარა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს რადიკალიზმით გამოირჩევიან, სინამდვილეში ელოდებიან „ნაციონალური მოძრაობის” დაშლას და უნდათ ამ მომენტისთვის იყვნენ ფორმაში, რათა მათი მომხრეების ნაწილი თავად მიიმხრონ. ამაზეა გათვლილი ყველა გზავნილი და რადიკალიზმი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მისი თქმით, ამას რეალურ პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.
„არანაირი „ცხელი შემოდგომა” არ იქნება, უბრალოდ, ყველა ხვდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა” შეიძლება დაიშალოს და ეს გამოწვეული იქნება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით. უნდათ ამ დროისათვის მათი მომხრეების ნაწილი მიიმხრონ იმ რადიკალური დღის წესრიგით, რაც „ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებისთვის მისაღებია“, – განაცხადა იოსელიანმა.
დეპუტატის განცხადებით, სწორედ ამისთვის მიდის სინამდვილეში ბრძოლა და არა სხვა რამისთვის, რადგან რამდენიმე პატარა პოლიტიკურ პარტიას არ აქვს იმის რესურსი, რომ ამ ქვეყანაში დიდი ცვლილებები გამოიწვიოს.
„არაფერი მოხდება, უბრალოდ ყველა (პატარა პარტია) ცდილობს თავისი წილი აიღოს იმ კონფიგურაციიდან, რომელიც შეიძლება ვნახოთ, თუ „ნაციონალური მოძრაობა” აღარ იქნება ამ სახით წარმოდგენილი პოლიტიკურ სცენაზე“, – განაცხადა იოსელიანმა.
ივლისის ბოლოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ტოვებს ქართულ პოლიტიკას და მის მიერ დაარსებულ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. გელბახიანის თქმით, ექს-პრეზიდენტს საერთოდ აღარ აინტერესებს ქართული პოლიტიკა, ახლა მთავარი მისი შველა და სიცოცხლის შენარჩუნებაა.
სააკაშვილი, რომელიც სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის, სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ოჯახი, ადვოკატები და თანამებრძოლები მისი მკურნალობით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.
თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან და „ნაცმოძრაობიდან“ წასვლის თაობაზე ექს-პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებას დაცვის მხარის სტრატეგია უწოდა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.