ტყის ხანძრები: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

© courtesy of Emergency Management Serviceტყის ხანძრის ქრობა
ტყის ხანძრის ქრობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
გამოწერა
სინოპტიკოსები 24 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაიცვას ტყეში ქცევის წესები ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების სწრაფად გავრცელებას უწყობს ხელს.

„არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყება მოსახლეობას მიმართავს, დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ს.
ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ასევე ძველ ნახანძრალებში.
ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა>>
კანონდამრღვევებს შეიძლება დაეკისროთ როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი სასჯელი. კერძოდ, ტყის ან ნათესის მოსპობის ან დაზიანების შემთხვევაში დამრღვევ პირს შეიძლება დაეკისროს 170 ლარიდან 300 ლარამდე ჯარიმა ან გამოსასწორებელი სამუშაოები ორ წლამდე ვადით ან ამავე ვადით პატიმრობა.
ტყის ან ნათესების დაზიანება, განადგურება აფეთქებით ან სხვა საშიში მეთოდით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან რვა წლამდე.
ყველა ახალი ამბავი
0