ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა

© courtesy of Giorgi Kvirikashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
გამოწერა
ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 250-მდე მეხანძრე-მაშველი და სამი ვერტმფრენი.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ბორჯომში ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე ვერტმფრენები.

ამ დროისათვის ბორჯომი კვლავ სტიქიის ზონაა. ცეცხლის ჩაქრობას, რთულ რელიეფთან ერთად, ქარიც ართულებს. ხანძრის კერების ქრობის პროცესი ბორჯომის მუნიციპალიტეტში წუხელ გვიანობამდე გაგრძელდა.

ამ დროისათვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 250 მეხანძრე-მაშველი, ასევე მობილიზებულია სამი ვერტმფრენი. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხანძრის სალიკვიდაციო პროცესში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ.
ხანძრის რამდენიმე კერა სოფელ ქვაბისხევის ტყეში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე 20 აგვისტოს გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სამ ჰექტარზე გავრცელდა.
ყველა ახალი ამბავი
0