საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
გამოწერა
უწყება მოსახლეობას ტყის ხანძრების გაჩენის საშიშროებაზეც აფრთხილებს.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსები უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ცხელ და უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 28 აგვისტომდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +35, +40, სანაპირო რაიონებში +32, +37, აღმოსავლეთ საქართველოში კი + 31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ტყის ხანძრები: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს>>
ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი–სურამის მონაკვეთსა და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს.
ყველა ახალი ამბავი
0