თბილისის მერიის ელექტრონული სერვისების მუშაობა განახლდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
გამოწერა
სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლების ერთ მომხმარებლად გაერთიანების სამუშაოებს ელექტრონულ სისტემაში ხარვეზები მოჰყვა.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. თბილისის მერიის ყველა ელექტრონული სისტემა 22 აგვისტოდან მუშაობას კვლავ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს, ასევე ამოქმედდება ყველა ჯარიმაც.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ელექტრონულ სისტემაში შეფერხებების გამო 15 აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების წესების დამრღვევებს არ აჯარიმებდნენ.
მერიის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები ერთ მომხმარებლად გაერთიანდნენ (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს.
მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ერთი მომხმარებლის პაროლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ა.შ.
მერიის მონაცემებით, ყველა აპლიკაცია უკვე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
სიახლით სარგებლობისთვის საკმარისია სისტემაში ერთხელ შესვლა და მონაცემების განახლება.
რას სთავაზობს მერია იმ კომპანიებს, რომლებისთვისაც პარკინგი ფასიანი ხდება>>
ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალიტეტის სერვის-ცენტრებს ან დარეკონ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ „ცხელ ხაზზე“ - 1399.
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. ამ ეტაპზე ასეთი პარკირების ზონები დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში ფუნქციონირებს.
ყველა ახალი ამბავი
0