https://sputnik-georgia.com/20220628/meriis-setavazeba-kompaniebs-parkingze-267961276.html
რას სთავაზობს მერია იმ კომპანიებს, რომლებისთვისაც პარკინგი ფასიანი ხდება
რას სთავაზობს მერია იმ კომპანიებს, რომლებისთვისაც პარკინგი ფასიანი ხდება
Sputnik საქართველო
საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე 1 ივლისიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. 28.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-28T19:27+0400
2022-06-28T19:27+0400
2022-06-28T22:12+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24779/97/247799741_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_9a1d0ef8e495a603ae85d9009c6fa4c6.jpg
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. დედაქალაქის მერია ზონალურ-საათობრივი პარკირების ზონებში მომუშავე კომპანიებს წლიურ აბონემენტებს შესთავაზებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.საბურთალოსა და ისნის რაიონებში კონკრეტულ მისამართებზე 1 ივლისიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.კალაძის თქმით, 1 ივლისიდან საბურთალოსა და ისნის რაიონებში ზონალური საათობრივი პარკირებისთვის 1.751 ადგილი გამოიყოფა.საბურთალოს ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავასა და ჟიული შარტავას ქუჩების ნაწილზე. გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების ნაწილზე.მერის თქმით, აღნიშნულ ქუჩებზე გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ადგილები შშმ პირთათვის, რომელთათვის პარკირება უფასო იქნება, ასევე გათვალისწინებული იქნება A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.რაც შეეხება ისნის რაიონს, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება მეტროს სადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მეველეს ქუჩაზე.კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ მისამართებზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსებული იყო 1 ივნისიდან, სადაც მოსახლეობამ შეძლო დამატებითი ინფორმაციის მიღება, მათ მერიის თანამშრომლები ასევე ეხმარებოდნენ საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირებაში.თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. პირველ ჯერზე იგი კოტე აფხაზის ქუჩაზე და ორბელიანის მოედანზე ამოქმედდა. მოგვიანებით აღნიშნული სისტემა თბილისის სხვა ქუჩებზეც გავრცელდა.პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის (პარკირების ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები ან უძრავი ქონების მფლობელი პირებისთვის), შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის.ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.
https://sputnik-georgia.com/20220525/igegmeba-tuara-tbilisshi-mravaldoniani-parkingis-mowyoba-266875677.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24779/97/247799741_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_cf189ca6d32d87b543b836544d6a9445.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
რას სთავაზობს მერია იმ კომპანიებს, რომლებისთვისაც პარკინგი ფასიანი ხდება
19:27 28.06.2022 (განახლებულია: 22:12 28.06.2022) საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე 1 ივლისიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. დედაქალაქის მერია ზონალურ-საათობრივი პარკირების ზონებში მომუშავე კომპანიებს წლიურ აბონემენტებს შესთავაზებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საბურთალოსა და ისნის რაიონებში კონკრეტულ მისამართებზე 1 ივლისიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.
„კომპანიებისთვის და სხვადასხვა საწარმოებისთვის გავაკეთეთ აბონემენტები, რომელიც გაცილებით იაფია წლის ჭრილში, ვიდრე ყოველდღიურად ზონალურ საათობრივი პარკირების გადახდა. კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ აბონემენტები და შემდეგ გამოიყენონ თავიანთი თანამშრომლებისთვის“, – აღნიშნა კალაძემ.
კალაძის თქმით, 1 ივლისიდან საბურთალოსა და ისნის რაიონებში ზონალური საათობრივი პარკირებისთვის 1.751 ადგილი გამოიყოფა.
საბურთალოს ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავასა და ჟიული შარტავას ქუჩების ნაწილზე. გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების ნაწილზე.
მერის თქმით, აღნიშნულ ქუჩებზე გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ადგილები შშმ პირთათვის, რომელთათვის პარკირება უფასო იქნება, ასევე გათვალისწინებული იქნება A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.
რაც შეეხება ისნის რაიონს, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება მეტროს სადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მეველეს ქუჩაზე.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ მისამართებზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსებული იყო 1 ივნისიდან, სადაც მოსახლეობამ შეძლო დამატებითი ინფორმაციის მიღება, მათ მერიის თანამშრომლები ასევე ეხმარებოდნენ საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირებაში.
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. პირველ ჯერზე იგი კოტე აფხაზის ქუჩაზე და ორბელიანის მოედანზე ამოქმედდა. მოგვიანებით აღნიშნული სისტემა თბილისის სხვა ქუჩებზეც გავრცელდა.
პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის (პარკირების ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები ან უძრავი ქონების მფლობელი პირებისთვის), შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის.
ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.