სახელმწიფო მეწარმეებს საექსპორტო ბაზრებზე გასვლაში ეხმარება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
გამოწერა
პროგრამა საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს ექსპორტის ხელშემშლელი ფაქტორების აღმოფხრაში დაეხმარება.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ექსპორტის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამაში კონკურსის საფუძველზე მცირე და საშუალო ბიზნესის 50 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ განცხადებაში.
პროგრამა ითვალისწინებს იმ კომპანიების ტექნიკურ მხარდაჭერას, რომლებსაც საერთაშორისო ბაზარზე გასვლა სურთ. საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და პოსტპანდემიური გამოწვევების საპასუხოდ მისი რეალიზაცია მიმდინარე წლის 7 აპრილს დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესს ექსპორტის ხელის შემშლელი ფაქტორების აღმოფხვრაში დაეხმარება. ის მიმართულია იმ მექანიზმების დანერგვისკენ, რომლებიც ხელს შეუწყობს საქონლის გაყიდვას საზღვარგარეთ. პროგრამა ასევე დახმარებას გაუწევს იმ პროდუქტების იდენტიფიცირებას, რომლებზეც მაღალი მოთხოვნაა, და ხელს შეუწყობს გაყიდვებს.

ექპორტის მასტიმულირებელი მექნიზმების დანერგვის კომპონენტებია: სერტიფიცირება და ლიცენზირება; ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა; საერთაშორისო ქსელში შესვლა.
პროგრამა ვრცელდება შემდეგ სექტორებზე: ტანსაცმელი, ტყავი და ტყავის ნაწარმი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, კომბინირებული საკვების წარმოება შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის, ვეტერინარული პროდუქტები, ავეჯის წარმოება, ძვირფასეულობა და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება, შესაფუთი მასალები, საკვები და სასმელი პროდუქტები (გარდა ღვინისა). აგროსასურსათო პროდუქციაზე ვრცელდება მხოლოდ საერთაშორისო ქსელში შესვლის კომპონენტი.
საქართველოს ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები აქვს>>
„კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება წარმოებდა სრულად ელექტრონულ ფორმატში, სააგენტოს ექსპორტიორთა პლატფორმაზე, რამაც პროცესის გამჭირვალობისა და სანდოობის მაღალი ხარისხი უზრუნველყო“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.
ყველა ახალი ამბავი
0