https://sputnik-georgia.com/20220822/gia-volski-opoziciam-seriozuli-sewcdomebi-dausva-269678778.html
გია ვოლსკი: ოპოზიციამ სერიოზული შეცდომები დაუშვა
გია ვოლსკი: ოპოზიციამ სერიოზული შეცდომები დაუშვა
Sputnik საქართველო
ოპოზიცია უპირატესობის მოპოვებას რევოლუციური გზით შეეცადა და რამდენჯერმე ეს არ გამოუვიდათ, მიაჩნია ვიცე-სპიკერს
2022-08-22T19:58+0400
2022-08-22T19:58+0400
2022-08-22T22:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511679_0:20:3000:1708_1920x0_80_0_0_a2a4099b604f6f33acad4f4e62f9058a.jpg
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიებმა სერიოზული შეცდომები დაუშვეს, როდესაც რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმებზე დაიწყეს საუბარი, მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ვოლსკი.მანამდე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გეგმავენ. მეტიც, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის და მისი თანამოაზრეები ბევრ რამეზე არიან წამსვლელი, „მათ შორის შენობების აღებაზეც“.მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები უკან არ იხევენ და არც საზოგადოებას და არც ქვეყნის უსაფრთხოებას არ ითვალისწინებენ.„რევოლუციურ სცენარს ვერ თმობენ, დაანონსებული იყო ცხელი გაზაფხული და შემოდგომა, ალბათ იქნება ზამთარიც, მაგრამ ეს არის ის, რაც ქვეყანას არ სჭირდება. არათუ არ სჭირდება, არამედ ჩვენთვის სტაბილურობა და უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ადამიანები კი იმას უპირისპირდებიან, რაც ქვეყანას სჭირდება – მშვიდობას და სტაბილურობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა >>შემოდგომაზე აქციების გამართვის შესახებ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ განაცხადეს.ოპოზიცია უკმაყოფილოა ხელისუფლების მუშაობით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად პირობების შესრულებაზე და აქციების მიზეზად სწორად ამას ასახელებს.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511679_222:0:2779:1918_1920x0_80_0_0_712845f73986a43b5dae7b86c040c469.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გია ვოლსკი ოპოზიცია სერიოზული შეცდომები
გია ვოლსკი ოპოზიცია სერიოზული შეცდომები
გია ვოლსკი: ოპოზიციამ სერიოზული შეცდომები დაუშვა
19:58 22.08.2022 (განახლებულია: 22:22 22.08.2022) ოპოზიცია უპირატესობის მოპოვებას რევოლუციური გზით შეეცადა და რამდენჯერმე ეს არ გამოუვიდა, მიაჩნია პირველ ვიცე-სპიკერს.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიებმა სერიოზული შეცდომები დაუშვეს, როდესაც რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმებზე დაიწყეს საუბარი, მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ვოლსკი.
მანამდე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გეგმავენ. მეტიც, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის და მისი თანამოაზრეები ბევრ რამეზე არიან წამსვლელი, „მათ შორის შენობების აღებაზეც“.
„ოპოზიციურმა პარტიებმა სერიოზული შეცდომები დაუშვეს – მათ გადაწყვიტეს, რომ უპირატესობა რევოლუციური გზით მოიპოვონ და რამდენჯერმე არ გამოუვიდათ... საკუთარი თავი ჩიხურ მდგომარეობაში ჩაიყენეს“, – განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები უკან არ იხევენ და არც საზოგადოებას და არც ქვეყნის უსაფრთხოებას არ ითვალისწინებენ.
„რევოლუციურ სცენარს ვერ თმობენ, დაანონსებული იყო ცხელი გაზაფხული და შემოდგომა, ალბათ იქნება ზამთარიც, მაგრამ ეს არის ის, რაც ქვეყანას არ სჭირდება. არათუ არ სჭირდება, არამედ ჩვენთვის სტაბილურობა და უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ადამიანები კი იმას უპირისპირდებიან, რაც ქვეყანას სჭირდება – მშვიდობას და სტაბილურობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შემოდგომაზე აქციების გამართვის შესახებ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ განაცხადეს.
ოპოზიცია უკმაყოფილოა ხელისუფლების მუშაობით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად პირობების შესრულებაზე და აქციების მიზეზად სწორად ამას ასახელებს.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.