https://sputnik-georgia.com/20220822/kalaze-yvelafers-gavaketebt-rom-qveyanasi-iyos-msvidoba-269672530.html
კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა
კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა
Sputnik საქართველო
ოპოზიციის ნაწილის სურვილი, რომ გადატრიალება მოაწყოს, მარცხისთვისაა განწირული, განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა. 22.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-22T17:44+0400
2022-08-22T17:44+0400
2022-08-22T21:47+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260192008_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_601b70facc90894fc146b63f9e75e4e5.jpg
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. არავის გამოუვა ქვეყანაში არეულობის მოწყობა – ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.შემოდგომაზე აქციების ჩატარების შესახებ განაცხადეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“. აქციების მიზეზი ხელისუფლების მიმართ პრეტენზიებია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილის სურვილი, რომ ქვეყანაში ხელისუფლება დაამხოს, მარცხისთვის არის განწირული.„ხელისუფლების ცვლილებები ამ ქვეყანაში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, როგორც ეს ყველა ნორმალურ, განვითარებულ სახელმწიფოში ხდება. სხვა სურვილები, რომ ვიღაცამ გადატრიალება მოაწყოს, სადღაც შევარდეს, ეს ყველაფერი განწირულია მარცხისთვის“, – განაცხადა კალაძემ.მანამდე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გეგმავენ. უფრო მეტიც, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის და მისი თანამოაზრეები მზად არიან, ბევრ რამეზე წავიდნენ, მათ შორის, შენობის აღებაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260192008_36:0:1173:853_1920x0_80_0_0_a64427606b761e1694c9b842a7b6c73e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა
17:44 22.08.2022 (განახლებულია: 21:47 22.08.2022) ოპოზიციის ნაწილის სურვილი, რომ გადატრიალება მოაწყოს, მარცხისთვისაა განწირული, განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. არავის გამოუვა ქვეყანაში არეულობის მოწყობა – ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
შემოდგომაზე აქციების ჩატარების შესახებ განაცხადეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“. აქციების მიზეზი ხელისუფლების მიმართ პრეტენზიებია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.
„ყველასთვის ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაჯგუფება, რომლის სურვილია ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია მოხდეს. ეს არ არის ჩემი მოგონილი. ეს არის მათი პირდაპირი განცხადებები, მათი სატელევიზიო ნარატივი, თუმცა არავის გამოუვა ქვეყანაში არეულობის შემოტანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილის სურვილი, რომ ქვეყანაში ხელისუფლება დაამხოს, მარცხისთვის არის განწირული.
„ხელისუფლების ცვლილებები ამ ქვეყანაში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, როგორც ეს ყველა ნორმალურ, განვითარებულ სახელმწიფოში ხდება. სხვა სურვილები, რომ ვიღაცამ გადატრიალება მოაწყოს, სადღაც შევარდეს, ეს ყველაფერი განწირულია მარცხისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
მანამდე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გეგმავენ. უფრო მეტიც, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის და მისი თანამოაზრეები მზად არიან, ბევრ რამეზე წავიდნენ, მათ შორის, შენობის აღებაზე.